საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა

30 მაისი 2012 – 08 ივნისი 2012

საქართველოს მუზეუმი

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მხარდამჭერები არიან  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში  და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ერთკვირიან ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი ფოტოგრაფის, რამაზ ბლუაშვილის 90 ფოტო.

რამაზ ბლუაშვილმა იმოგზაურა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მაგრამ ჩინეთმა, თანამედროვე  კულტურასთან შერწყმული უძველესი საოცრებებით, მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.  იგი შეეცადა  ეს შეგრძნებები თავის შემოქმედებით გადმოეცა.

"ჩინეთი-უძველესი, 5000-წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანა, უნიკალური ტრადიციებითა და დახვეწილი ფილოსოფიით. უძველესი საოცრებები და ზღაპრული მშვენიერება შერწყმული თანამედროვე  კულტურასთან," აცხადებს რამაზ ბლუაშვილი.