ნიკო ფიროსმანი

19 აპრილი 2012 – 05 აპრილი 2017

სიღნაღის მუზეუმი

სიღნაღის მუზეუმის მთავარ ღირშესანიშნაობას და სიამაყეს XIX-XX საუკუნის მიჯნის თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის(ფიროსმანის) ნამუშევრების მდიდარი კოლექცია წარმოადგენს.

ფიროსმანი კახეთში,სოფელ მირზაანში დაიბადა და მისი ადრეული ნამუშევრები ამ რეგიონის კულტურას და სულისკვეთებას გამოხატავენ. მისი მხატვრობა გამოირჩევა თვითყოფადობით, ორიგინალურობით და უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო ქართული კულტურისთვის, არამედ მსოფლიო ხელოვნებისთვის.

სიღნაღის მუზეუმი გამოფენას ფიროსმანი" მე-2 სართულზესაგამოფენო დარბაზებში მასპინძლობს.