ელენე ახვლედიანის 110 წლის იუბილე

18 აპრილი 2008 – 18 აპრილი 2008

ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი

2008 წლის 18 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის 110 წლის იუბილეს აღნიშნავს. მხატვრის სახლ-მუზეუმში პარიზის პერიოდის 50 გაფიკა,ე.წ. "ნიუ" გამოიფინა.
თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ 1922-1927წლებში მხატვარმა სწავლა პარიზსა და იტალიაში განაგრძო.სამშობლოში დაბრუნებული შემოქმედი გატაცებულია პეიზაჟებისა და ქალაქის ხედების ხატვით.
ელენე ახვლედიანს დიდი წვლილი მიუძღვის თეატრის მხატვრობის განვითარებაში. კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მან 70 სპექტაკლი გააფორმა.