ევოლუციური გენდერი

14 მარტი 2008 – 14 მარტი 2008

2008 წლის 14 მარტს საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას "ევოლუციური გენდერი". გამოფენა განხორციელდა პროექტის "გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის,შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით.
დემოკრატიული ფასეულობების განვითარების წინაპირობაა საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბარი პირობების შექმნა,განურჩევლად მისი სქესობრივი, ეროვნული, რელიგიური თუ სოციალური სტატუსისა.
ბოლო დროს გენდერული თანასწორობის თემა სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც საზოგადოებაში სოციალური როლების გადანაწილების პრობლემის აქტუალიზაცი¬აზემიუთითებს.
გენდერის სიმბოლური გამოხატულება ვიზუალურ კულტურაში სოციუმში ახალი ასპექტების გამოვლენის საშუალებას იძლევა, ამასთანავე გენდერული განზომილება ხელს უწყობს სხვაგვარად შევხედოთ ნაცნობ ფაქტებს და დავინახოთ აქამდე`შეუმჩნეველი.
გამოფენის მიზანია წარმოუდგინოს საზოგადოებას გენდერის ევოლუცია საქართველოში ახალი კულტურული კანონის ჩამოყალიბების პროცესში; წარმოაჩინოს, როგორ ხორციელდებოდა ვიზუალურ დონეზე განსაკუთრებული ტიპის სხეულობის (გარეგნობა,სხეული, თმის ვარცხნილობა, სამოსელი, აქსესუარები) ჩამოყა¬ლიბება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია XX საუკუნის დასაწყისის და გასაბჭოების შემდგომი პერიოდის საქართველოში მოღვაწე მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე ამ ეპოქის ამსახველი ფოტოები და არტეფაქტები.