დოკუმენტებიდან გამოსახულებამდე

22 ნოემბერი 2008 – 23 ნოემბერი 2008

თბილისის ისტორიის მუზეუმი

თბილისის ისტორიის მუზეუმი მასპინძლობს კოკა რამიშვილის გამოფენას"დოკუმენტებიდან გამოსახულებამდე". გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა დასპორტის სამინისტრო.
გამოფენა ოთხი ეტაპისაგან შედგება:
პირველი ეტაპია ვიდეო-არტი, სადაც წარმოდგენილია 2000-2007 წლამდე შექმნილი 12ნამუშევარი. აღნიშნული ვიდეოარტი წარმოდგენილი იყო მსოფლიოს მრავალ ქალაქში:ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, პრაღა, ჰელსინკი, ამსტერდამი, ბერლინი.
მეორე ეტაპი გახლავთ აკვარელი, წარმოდგენილია 200 ნამუშევარი სახელწოდებით"კასპარ ჰაუზერის ამბავი".
მესამე ეტაპი არის ფერწერული სერია სახელწოდებით „სხვა წიგნი". ეს არის ნამუშევრების სერია, რომელიც აგებულია ორგანზომილებიან თანამედროვე ფერწერისპრინციპზე. თანამედროვე ამერიკელი ფილოსოფოსის გრინბერგის თეორიიდან გამომდინარე თანამედროვე ფერწერა არის სიბრტყე და არა სივრცე.
მეოთხე ეტაპი კი გახლავთ ფოტო სერია "ოჯახის ალბომი", რომელიც შექმნია 2004-2007წლებში.
კოკა რამიშვილი XX საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთ წამყვან, თანამედროვე მხატვრადითვლება. ბოლო 15 წლის განმავლობაში მისი შემოქმედება იყო ხიდი ევროპისა დასაქართველოს კულტურებს შორის.