გამოფენა პოლ გეტის მუზეუმში

16 ივლისი 2009 – 16 ივლისი 2009

2009 წლის 16 ივლისს პოლ გეტის მუზეუმის გეტის ვილაში გაიხსნა გამოფენა "ანტიკური ვანის ოქროს სამარხები". გამოფენაზე ექსპონირებულია ვანის არქეოლოგიურ გათხრებზე აღმოჩენილი 140-ზე მეტიექსპონატი.
გამოფენა გახსნეს გეტის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა ჯეიმს ვუდმა, საქართველოს ელჩმაამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში ბათუ ქუთელიამ და საქართველოს ეროვნულიმუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.
გამოფენის გახსნას გეტის ვილასთვის უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი (700 კაცი) ესწრებოდა.
გამოფენაზე ასევე ექსპონირებულია 2007 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს სამი ჭრაქი და ერთი სასაკმევლე. ორჭრაქს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების მართვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო კალანდაძემ და ამერიკელმა მეცნიერებმა რესტავრაცია ჩაუტარეს.
გამოფენის ორგანიზატორები არიან ნიუ იორკის ანტიკური სამყაროს კვლევის ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ვანის მუზეუმ-ნაკრძალი დასაქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საორგანიზაციო საქმეებში დიდი დახმარება გასწია საქართველოს საკონსულომ ლოსანჟელესში.
გამოფენის გენერალური სპონსორია პოლ გეტის მუზეუმი.
იხ. ვებ გვერდი:
http://www.getty.edu/art/exhibitions/vani/
იხ. სიუჟეტი:
http://www.museum.ge/News_Images/siujetebi/The%20Golden%20Graves%20of%20Ancient%20Vani,%20J.%20Paul%20Getty%20Museum,%20Getty%20Villa,%20Los%20Angeles%2020.07.2009.wmv