გეორგ ბაზელიცი. 1965 – 1992 წლების ბეჭდური გრაფიკა

02 ნოემბერი 2010 – 02 დეკემბერი 2010

ხელოვნების მუზეუმი

2 ნოემბერს, 18:00 საათზე შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (იფა) გამოფენა „გეორგ ბაზელიც. 1965 - 1992 წლების ბეჭდური გრაფიკა/გეორგ ბასელიტზ. Georg Baselitz. Druckgrafik 1965 - 1992", რომელსაც წარმოადგენენ გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
გეორგ ბაზელიცის სახით შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გვსურსწარმოგიდგინოთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ევროპელიმხატვარის შემოქმედება.
„რეალობა თავად ნახატია და ის ნამდვილად არ არის ასახული მასზე". გეორგ ბაზელიისეს წინადადება მისი შემოქმედების სლოგანად იქცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ 1938 წ.დოიჩბაზელიცში(საქსონია) ჰანს-გეორგ კერნის სახელით დაბადებული ხელოვანი თავისნახატებში, პლასტიკებსა და გრაფიკულ ნამუშევრებში არასოდეს ღალატობს საგნობრივგამომსახველობას.
1957 წ. ბაზელიცი საცხოვრებლად ბერლინში გადადის და თავისი სტილის განმსაზღვრელი სპეციფიკური მოტივების ძიებისას საკუთარ ხელწერას მიაგნებს - 1969 წლიდან მისი ობიექტები თავდაყირა დგანან. დანახულის თავდაყირა დაყენება მისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ხდება. ბაზელიცი კითხვის ნიშნის ქვეშაყენებს ჩვენი ხედვის საფუძველს, ადრეული რენესანსის პერიოდიდან გაბატონებულიდეას: სურათში პერსპექტიულ-ტექტონურად აგებული სივრცისა. ამგვარად, ის თავისუფლდება მოცემული ხედვისაგან და საგნებს ახლებურ თვითმყოფადობას სძენს.საგნების განსხვავებული ხედვა ბაზელიცის ნამუშევრების მნახველს აიძულებს განყენებულად შეხედონ ნახატის მოტივს, რითაც უფრო მძაფრად აღიქმება ფორმებისადა ფერების ურთიერთქმედება და სიმრავლე.
3 ნოემბერი 16.00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ნაჩვენები იქნება ხელოვნების კრიტიკოსისა და კინოხელოვანის, ჰაინც პეტერ შვერფელის დოკუმენტური ფილმი ბაზელიცის შემოქმედებაზე, მისივე მონაწილეობით.
გამოფენა გაიმართება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ლ.გუდიაშვილის ქ. 1.
ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ,1.