ომის აპოთეოზი

23 ივლისი 2010 – 23 აგვისტო 2010

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ რუსი ფოტოკორესპონდენტის ვიქტორია ივლევას გამოფენას "ომის აპოთეოზი".

გამოფენა "ომის აპოთეოზი" შედგება 42 ფოტოსაგან,რომლებიც ეძღვნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულებს. პირველად ეს გამოფენა გაიმართა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ამას მოჰყვა ექსპოზიციები რუსეთის რვა ქალაქში, შემდეგ კი კიევში.ექსპოზიციაში ჩართულია 1992-2005 წლების ფოტოები.

ვიქტორია ივლევა დაიბადა ლენინგრადში. 1983 წელსდაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი.ამჟამად "Новая Газета"-ს სპეციალური კორესპონდენტი. მისი ფოტოები გამოქვეყნდა ისეთჟურნალებში, როგორიცაა Nეწ Yორკ თიმეს Mაგაზინე, შტერნ, შპიეგელ, Eხპრესს, შუნდაყთიმეს, Iნდეპენდენტ, Dიე ძეიტ, Fოცუს, Mარიე-ჩლაირე; 1988 წელს პარიზში გამოიცაფოტოგრაფის ალბომი "თემპს პრესენტ დე ლა ღუსსიე"; 1989 წელს ალბომი გამოიცაა.შ.შ-ში. 1991 წელს ვიქტორია ივლევას (მსოფლიოში ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც შევიდა ჩერნობილის ატომური ელექტრო-სადგურის IV რეაქტორში) ფოტორეპორტაჟმა დაიმსახურა ფოტოჟურნალისტიკის სფეროს უდიდესი მსოფლიო კონკურსის"ჭორლდფრესსფჰოტო" პრიზი "ოქროს თვალი". 1994 წელს იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან იყო ერთადერთი რეპორტიორი, რომელიც იმყოფებოდა რუანდის ომში;2003-2005 წლებში, როგორც ფოტოგრაფი, მონაწილეობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებში, აფრიკის ტერიტორიაზე. 2007 წელსგახდა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი სერიისათვის "საბჭოთაკავშირი - პროდუქტი ნგრევის შემდეგ", რომელიც ეძღვნებოდა ყოფილი საბჭოთაკავშირის ქვეყნების ცხოვრებას.

ფოტოგამოფენა რუსეთისა და საქართველოს მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც დაიწყო 2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებისმიერ და რომლის შედეგადაც შეიქმნა ,,საქართველოს და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი". ალიანსი შეიქმნა შემდეგი ორგანიზაციების მიერ: კულტურულჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი", ქართველ და რუს ქალთა კავშირი ,,იაროსლავნა",ინვალიდი და დაღუპული მეომრების მეუღლეთა კავშირი, პედაგოგთა კავშირი,,განათლება და სამყარო", ქართულ-აფხაზური კავშირი ,,პირისპირ", იძულებითგდაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა", ჟურნალისტთა ასოციაცია,,გენდერმედიაკავკაზი", კავშირი ,,დონის ქალები", დონ ტვ და ,,ახალი გაზეთის"ჟურნალისტები.