Vinum Nostrum- ხელოვნება, მეცნიერება და მითები ღვინის შესახებ ხმელთაშუა ზღვის ანტიკურ ცივილიზაციაში

19 ივლისი 2010 – 15 მაისი 2011

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატები ფლორენციის პიტის სასახლისხელოვნების მუზეუმში, გამოფენაზე "ვინუმნოსტრუმ, _ ხელოვნება, მეცნიერება და მითებიღვინის შესახებ ხმელთაშუა ზღვის ანტიკურცივილიზაციაში" არის წარმოდგენილი.

ექსპოზიცა რამდენიმე განყოფილებისგანშედგება და მოციავს არქეოლოგიას, ისტორიას,გენეტიკას, ბიოლოგიას, ლინგვისტიკას, სოფლისმეურნეობას, სოციოლოგიას, ხელოვნებისისტორიასა და მეცნიერების სხვა დარგებსრომლებიც ღვინოს უკავშირდება. ისტორიული მასალები შუამდინარეთიდან, ანტიურისაბერძნეთიდან, რომიდან, თუ ეტრუსკების კულტურიდან საშუალებას გვაძლევსაღვადგინოთ ღვინის კულტის განვითარების ისტორია ამა თუ იმ ცივილიზაციაში.

გამოფენაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი საქართველოს ეროვნულიმუზეუმიდან წარმოდგენილ ექსპონატებს უჭირავს. დამთვალიერებს საშუალება ეძლევა გაეცნოს თიხის სასმისს შულავერის გორიდან, რომელიც ჩვენს წელთ აღიცხვამდე მე-6ათასწლეულით თარიღდება და მსოფლიოში უძველეს ღვინის ჭურჭლად არის მიჩნეული,ასევე წარმოდგენილია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 3400-2000 წლებით თარიღებული თიხისზიარ-ჭურჭელი და სასმისი არუხლოდან.

გამოფენისათვის შექმნილ ვებ-გვერდზეhttp://exhibits.museogalileo.it/vinum/section/GeorgiaCaucasianRegion.html საქართველოს შესახებ ვკითხულობთ: "საქართველო მრავალი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულიბუნებრივი გარემოის ქვეყანაა; იქ ვხვდებით ყველაფერს, დაწყებული ზღვის კლიმატურიზონიდან მაღალი მთიანეთით დამთავრებული. სწორედ ამ განსაკუთრებულმა გარემომდა ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებამ განაპირობა ადამინის განსახლება მისმიწა-წყალზე უხსოვარი დროიდან.

დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ნაშთები, რომლებიცდაახლოებით მილიონ რვაასი ათასი წლით თარიღდება, საქართველოს ევროპის იმუძველეს ნაწილად აქცევს, სადაც პირველად დასახლდა ადამიანი; ხოლო მიუხედავადიმისა, რომ ღვინის წარმოშობის საკითხზე ჯერ ისევ კამათობენ, ფაქტია _ უძველეს კვალსყურძნის მოშენებისა (მე-8 ათასწლეული ჩვენს წელთ აღრიცხვამდე) სწორედსაქართველოში მივყავართ".

საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმოდგენა ამ მასშტაბის გამოფენაზე კიდევ ერთიწინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში, რაც თვისთავადგულისხმობს მსოფლიო საზოგადოებისათვის საქართველოს წარმოჩენას, ამჯერად,როგორც ღვინის სამშობლოსა და ვაზის კულტის უძველეს ქვეყნად.