არტისტერიუმი 2008

04 ნოემბერი 2008 – 09 ნოემბერი 2008

თბილისის ისტორიის მუზეუმი

4-დან 9 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების ფორუმს არტისტერიუმი 2008-ს. ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მხატვრები და კურატორები მოაწყობენ გამოფენებს.დაგეგმილია პრეზენტაციები და სხვა აქტივობები.
ღონისძიების სათაური ინსპირირებულია იგივე სახელწოდების არტ-კლუბით, რომელიც თბილისში მე-20 საუკუნის 10-იან წლებში, ჟურნალ "არსთან" ფუნქციონირებდა. კლუბი არტისტერიუმი ცნობილი იყო ავანგარდული გამოფენებით, პოეზიის საღამოებით,ლექციებით, რომლებიც თანადროულ მოდერნისტულ და კუბო-ფუტურისტულ ტენდენციებს ეხმაურებოდნენ.
არტისტერიუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა დასპორტის სამინისტრო და კულტურისა და ხელოვნების გლობალური კოორდინირების ცენტრი.
პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ალ. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრი,გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, კავკასიური სახლი და სხვა ორგანიზაციები