არა-ჩვეულებრივი გამოფენა

13 სექტემბ. 2019 – 24 სექტემბ. 2019

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ დავით კვაჭაძის ფოტონამუშევრების გამოფენას სახელწოდებით „არა-ჩვეულებრივი გამოფენა" თბილისის ისტორიის მუზეუმში.

დავით კვაჭაძე არის მოყვარული ფოტოგრაფი. 1998 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული 30-მდე ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, ჩეხეთსა და რუსეთში.

1995-2008 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სანქტ-პეტერბურგში. ასწავლიდა ლესგაფტის სახელობის პეტერბურგის სახელმწიფო სპორტულ აკადემიაში. მისი გატაცება ფოტოხელოვნებით პეტერბურგში დაწყო. აბსტრაქტული თემა ბავშვობიდან იზიდავდა ავტორს - დახეულ აფიშებში, დანგრეულ კედლებსა და გაფერმკრთალებულ საღებავებში ყოველთვის საინტერესო თემას პოულობდა. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ავტორის აბსტრაქტულ ფოტონამუშევრებს.

დავით კვაჭაძე ევროპის ჩემპიონია ქვემძიმე წონაში (1977). მონაწილეობა აქვს მიღებული 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებში. გახლავთ საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი, სპორტის რაინდის წოდების მფლობელი, ნიუ-ორლეანის საპატიო მოქალაქე.


გამოფენის გახსნა: 13 სექტემბერი | 18:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 13 სექტემბერი - 24 სექტემბერი, 2019

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8