იაპონიის თოჯინები

21 აპრილი 2018 – 31 მაისი 2018

სიღნაღის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „იაპონიის თოჯინები" სიღნაღის მუზეუმში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონური ტრადიციული თოჯინები, მათ შორის ჰინა ნინგიო (გოგონების ფესტივალის თოჯინა) და გოგაცუ ნინგიო (ბიჭების ფესტივალის თოჯინა). ამ თოჯინების ისტორია სათავეს უძველესი იაპონური წეს-ჩვეულებებიდან იღებს.

ექსპოზიცია მოიცავს თოჯინებს ტრადიციული იაპონური თეატრალური ხელოვნების ისეთი დარგებიდან, როგორებიცაა ნო, ბუნრაკუ და კაბუკი. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ოსტატების მიერ შექმნილი „კრეატიული თოჯინები" იაპონიის სხვადასხვა რეგიონიდან.

ხანგრძლივობა: 21 აპრილი - 31 მაისი

მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8