მუზეუმის ფესტივალი ◆ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენა

18 მაისი 2019 – 18 ივნისი 2019

თბილისის ისტორიის მუზეუმი

#მუზეუმისფესტივალი2019 #GNMuseumFest2019  

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას.

კაკო თოფურია 1990 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთსა და საქართველოში. მისი გამოფენები 1989 წლიდან იმართება საქართველოში, რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში.

გამოფენა დამთვალიერებელს სთავაზობს კაკო თოფურიას ბოლო პერიოდის ნამუშევრებს. ერთიან ასოციაციებად წარმოდგენილ ფერწერულ ტილოებში მრავალგვარი ემოცია იკითხება: ნოსტალგია, ირონიზირებული მოტივები, სიახლოვის შეგრძნება და სხვა.

გამოფენა ხორციელდება პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში.   

გამოფენის გახსნა: 18 მაისი, 2019 | 19:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 18 მაისი – 18 ივნისი
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია! 

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე. 

ბილეთის საფასური:
ზრდასრული 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის (გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ თქვენი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი).