მუზეუმის ფესტივალი ◆ დანიელ შპერის ფოტოგამოფენა „1993“

16 მაისი 2019 – 09 ივნისი 2019

თბილისის ისტორიის მუზეუმი

#მუზეუმისფესტივალი2019 #GNMuseumFest2019  

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ შვეიცარიელი ხელოვანის, დანიელ შპერის ფოტოგამოფენას „1993". 

დანიელ შპერი 1993 წელს იმყოფებოდა თბილისში საერთაშორისო გაცვლითი ატელიეს - „IAAB"ფარგლებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის საქართველოში ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები, რომლებიც 1990-ანი წლების საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-სოციალურ და კულტურულ რეალობას ასახავს. დანიელ შპერი შეეცადა დოკუმენტური ფოტოქრონიკის სახით გადმოეცა რთული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ, ამავე დროს, ძიებებით აღსავსე ისტორიული სინამდვილე. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ შექმნილი ვიდეონამუშევარი.

1994-2006 წლებში დანიელ შპერი გახლდათ კომა-ფოტოგრაფის სტუდიური გაერთიანების წევრი ბაზელში; 2006 წელს ქალაქ ბაზელში საკუთარი ფოტოსტუდია დააარსა ხელოვნების დოკუმენტირებისა და რეპროდუქციის მიმართულებით.  

გამოფენა ხორციელდება პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში.   

გამოფენის გახსნა: 16 მაისი, 2019 | 18:30 

გამოფენის ხანგრძლივობა: 16 მაისი - 10 ივნისი

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე. 

ბილეთის საფასური:
ზრდასრული 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის (გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ თქვენი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი).