თუთუ კილაძის გამოფენა „კრიპტოგრამა“

09 მარტი 2019 – 12 აპრილი 2019

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ თუთუ კილაძის რეტროსპექტულ გამოფენას „კრიპტოგრამა" თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს აბსტრაგირებულ სახეებს, კოლაჟის ტექნიკაში შესრულებულ ნამუშევრებსა და ინსტალაციებს. ეს არის ამბავი - წერილი ავტორის შინაგანი, ეგზისტენციალური ძიებების შესახებ, რომელიც ამჯერად საჯაროდაა ნაჩვენები, თუმცა ამოსაცნობია როგორც პიქტოგრამა.

გამოფენა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად - მნახველს საშუალება ექნება თვალი გაადევნოს მხატვრის შემოქმედებით დინამიკას, გაეცნოს მხატვრის სახელოსნოსა და მის პირად სივრცეს.

თუთუ კილაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2001 წლიდან მონაწილობას იღებს ჯგუფურ გამოფენებსა და ფესტივალებში (გალერეა 9, გალერეა-კაფე, თიბისი ბანკის გალერეა, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, გალერეა „უნივერსი", არტ ვილა გარიყულა ).

მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გამოფენის გახსნა: 9 მარტი, 2019  | 16:00 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 9 მარტი - 12 აპრილი, 2019

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8