კახეთის კოლექციის რჩეული ნიმუშები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან

26 ნოემბერი 2018 – 29 მარტი 2019

სიღნაღის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიღნაღის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „კახეთის კოლექციის რჩეული ნიმუშები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან. 

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს კახეთის ეკლესიების არქიტექტურულ ფრაგმენტებს – ქვის, თიხისა და ხის ნაკეთობებს, ასევე, კედლის მხატვრობის, ხატწერის, მინიატურული მხატვრობისა და ნაქარგობის უნიკალურ ნიმუშებს.

გამოფენაზე წარმოდგენილია VI-XIX საუკუნეების ქართული და კერძოდ კახეთის რეგიონის ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნაწარმოებების ფორმისა და შინაარსის ევოლუცია. სწორედ რასაც განაპირობებდა ამ კუთხის მრავალმხრივი კულტურული კავშირები ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, ბიზანტიასთან, ათონთან, სპარსეთთან, რუსეთთან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან. 

კახეთთან დაკავშირებულ ექსპონატებს შორისაა XIX საუკუნის სიღნაღის სახლების ანაზომები და ნახაზები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც მხატვრული, ისე ინფორმაციული თვალსაზრისით. ნახაზები XX საუკუნის შუა წლებშია შესრულებული და მათზე ასახული ზოგი ნაგებობა დღეს აღარ არსებობს, ნაწილი კი უკანასკნელ წლებში ძირეულად გადაკეთდა. 

გამოფენის გახსნა: 26 ნოემბერი, 15:00 საათი
ხანგრძლივობა: 26 ნოემბერი, 2018 – 29 მარტი, 2019 
მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შ. რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი 

*გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია 

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.