ფოტოგამოფენა „სპორტფოტო 2017“

09 თებერვ. 2018 – 15 თებერვ. 2018

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი მასპინძლობს სპორტული ფოტოს გამოფენას და კატალოგის პრეზენტაციას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 27 ფოტოგრაფის 160-ზე მეტი ფოტონამუშევარი. ფოტოების უმრავლესობა საქართველოშია გადაღებული. თუმცა ასევეა ევრობასკეტი 2017, რეპორტაჟი პერუდან, ტრადიციული თბილისური ტურნირები, მათ შორის, ძიუდოს გრან-პრი და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები ფეხბურთსა და რაგბში. 

პროექტი „სპორტფოტო" ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ორგანიზატორია სპორტულ ჟურნალისტთა ჯგუფი.
პარტნიორები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და „ფოტოსამყარო". 

გამოფენის გახსნა: 9 თებერვალი, 18:00 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 9-15 თებერვალი

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8