ედუარდ კურტისი & ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები: დედა-მიწა, ტრადიცია, რიტუალი

22 სექტემბ. 2017 – 22 ოქტომბ. 2017

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხელოვნების სასახლე წარმოგიდგენთ ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის (1868-1952) თვალით დანახულ ამერიკელი ინდიელების ცხოვრებას.  

საქართველოში მიმდინარე გამოფენები ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ნამუშევრების რამდენიმე თემას აერთიანებს (დედა-მიწა, ტრადიცია, რიტუალი) და წარმოდგენილია სამ მუზეუმში:

20 სექტემბერი, 18:00, აბრეშუმის მუზეუმი - ტრადიცია (http://bit.ly/SilkMuseum)
21 სექტემბერი, 18:00, საქართველოს ხელოვნების სასახლე - რიტუალი (http://bit.ly/atArtPalace)
22 სექტემბერი, 18:00, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) - დედა-მიწა (http://bit.ly/Karvasla)

*გამოფენა „დედა-მიწა"

ედუარდ შერიფ კურტისმა ჯერ კიდევ 100 წლის წინ აღმოაჩინა ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის - იმ დროისთვის „გადაშენების გზაზე მდგომ რასად" მიჩნეული ხალხების - ყოფისა და კულტურის სიმდიდრე და მრავალფეროვნება. თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა მოგვითხრობს, რომ ამერიკელ ინდიელთა ჩვენთვის კარგად ნაცნობ სტერეოტიპულ სახეებთან - მომთაბარე, ბუმბულის თავსაბურავიან ბელადებთან და სხვადასხვა ცხოველის ნიღბიან სპირიტუალისტებთან ერთად, ჩრდილოეთ ამერიკა არანაკლებ საინტერესო და თვითმყოფადი კულტურის მქონე ხალხების, მათ შორის ჰოპის ტომის ინდიელების სამშობლოცაა. მათ ყველას საერთო ფესვები, სამშობლო და ფილოსოფია აერთიანებს.  

წარმოდგენილი ფოტოები კონგრესის ბიბლიოთეკაში (ვაშინგტონი, აშშ) დაცული ედუარდ კურტისის ფოტოების ასლებია.

პროექტის თანაორგანიზატორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტი. მხარდამჭერი - „რუმსის" სასტუმროების ქსელი და „ელიტ-ელექტრონიქსი''

* დასწრება თავისუფალია გახსნის დღეს. დანარჩენ დღეებში ბილეთის ფასი: 1-5 ლარი.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.edwardcurtis.ge 

გამოფენის ხანგრძლივობა: 22 სექტემბერი - 22 ოქტომბერი

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8