საზღვარი

30 აგვისტო 2017 – 21 სექტემბ. 2017

თბილისის ისტორიის მუზეუმი

სად მთავრდება ევროპა და სად იწყება აზია? სად მთავრდება აზია, სად იწყება ევროპა? რა გავლენას ახდენენ საზღვრები და ვინ ავლებს მათ? ასე ჟღერს ძირითადი კითხვები ხანგრძლივი შემოქმედებითი პროექტისა „საზღვარი“, რომელიც 2017/18 წლებში ტარდება გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით მის მრავალრიცხოვან პარტნიორ დაწესებულებებთან. მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, კრასნოიარსკისა და კიევის შემდეგ გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება.

„საზღვარი“ შეისწავლის და ასახავს სხვადასხვა სახის საზღვრებსა და მათ გავლებას: ტერიტორიული მონიშვნისა თუ გამოყოფის ასპექტით საზღვარს, როგორც კულტურულ, პირადსა თუ სოციალურ გამყოფ ხაზს, როგორც განმასხვავებელ საშუალებას „ჩვენსა“ და „სხვებს“ შორის ან საზღვრის საშუალებით სწორედ ამ დიქოტომიის შექმნის შესაძლებლობას. „საზღვარი“ აქ მეტაფორაა, ფიგურა რომელიც სტატიკური კი არ არის არამედ შეთანხმებებისა და ცვლილებების საგანია - ძალზე აქტუალური თემა რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, ისევე როგორც გერმანიასა და ევროპისთვის. ამასთანავე ევროპასა და აზიას შორის არსებული გეოგრაფიული და კულტურული საზღვარი წითელი ძაფის როლს ასრულებს. პროექტი ამ თემატიკას შემოქმედებითი თვალსაზრისით უდგება და თავისი მზერა წმინდა პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების გარდა ხელოვნების განზომილებაშიც გადააქვს. მიზანს აქ წარმოადგენს დიფერენცირებული გარკვევა საზღვრების გავლების პროცესებში, მოტივაციასა და მიზეზებში.

გამოფენის ფოკუსში მოქცეულია ხელოვანთა შედარებით ახალგაზრდა თაობა, რომელიც მოცემული თემის მისეულ ასახვასა და ხედვას ერთობლივი მოძრავი გამოფენის სახით პირველად წარმოადგენს.

კურატორები: ინკე არნსი და ტიბო დე რუიტერი, დორტმუნდი და ბერლინი
გამოფენის დიზაინი: ტიბო დე რუიტერი, ასისტირება: კამილ რუო, ბერლინი
გამოფენის პროდუცირება: Liaison des Arts, კაროლა მაჩკე, ბერლინი
პროექტს უძღვებოდა: ასტრიდ ვეგე, მოსკოვის გოეთეს ინსტიტუტი, ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი
პროექტის კოორდინატორი: ლიზა ველიჩკო, ნატალია საბროდსკაია, მოსკოვის გოეთეს ინსტიტუტი
პროექტის კოორდინატორი საქართველოში: ლაშა ხვედელიძე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
აწყობა: ალექსეი კუბასოვი, სანკტ პეტერბურგი
გრაფიკული დიზაინი: დიმიტრი გალსენი
დიზაინერი: გოჩა ნემსაძე

 „საზღვარი“ გოეთეს ინსტიტუტის საგამოფენო პროექტია, რომლის წარდგენა ხდება მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, კრასნოიარსკში, კიევში, მინსკში, თბილისში, დორტმუნდსა და შუა აზიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

გამოფენის გახსნა: 30 აგვისტო, 19:00 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 30 აგვისტო - 21 სექტემბერი

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8