,,ედემი" - როჯერ ვონ გუნტენი

10 აგვისტო 2017 – 20 სექტემბ. 2017

ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ თანამედროვე მექსიკელი არტისტის, როჯერ ვონ გუნტენის გამოფენაზე ,,ედემი'' შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

გამოფენა მოიცავს სხვადასხვა მედიაში შესრულებულ ნამუშევრებს და წარმოადგენს ერთგვარ მოგზაურობას როჯერ ვონ გუნტენის ვიზუალურ სამყაროში.

როჯერ ვან გუნტენი არის პოსტმოდერნიზმში გარდამავალი პერიოდის მექსიკელ ხელოვანთა გაერთიანების, „განხეთქილების" ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ქრომატიზმით, ექსპრესიონიზმითა და არაფორმალურობით, მისი გრაფიკული ფანტაზია ხშირად წააგავს კომიქსს. გუნტენის შემოქმედება გამოირჩევა დამახასიათებელი იუმორით, რომლითაც ის ეხმიანება მსოფლიოს დაძაბულობასა და კონფლიქტებს. მისი შემოქმედება ერთგვარი პროტესტია, რომელიც ინტენსიური ფერებითა და გამოკვეთილი კონტურებით გამოიხატება. 

გუნტენის ნამუშევრები მისი ცხოვრების ანარეკლია: ტეოფოზლანი, მწვანე გარემო სადაც ის მოღვაწეობს, მისი არსებობის ჰიმნია. აქ არტისტი თავისუფლდება იკონოგრაფიული სამყაროსგან და მჭიდრო კავშირშია ფლორასა და ფაუნასთან. ეს ჰარმონიული თანაარსებობა მის შემოქმედებაში ფანტასტიკურადაა წარმოდგენილი და ქმნის ჯადოსნურ-სიმბოლურ სამყაროს.

გუნტენის თითოეული ნამუშევარი წარმოადგენს პოსტმოდერნიზმის პარადოქსს, სადაც  გამოსახულება ავსებს შინაარსს და მაყურებელი საკუთარი მეხსიერების საშუალებით ხელს უწყობს სურათის პლასტიკურ რეკონსტრუქციას. შეიძლება ითქვას, რომ როჯერ ვონ გუნტენის ნამუშევრები წარმოადგენენ მნახველის მიერ ფიქციის ერთგვარ რეკრეაციას.

გამოფენა ეძღვნება საქართველო-მექსიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს. გამოფენა ხორციელდება მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით.  

გამოფენის გახსნა: 10 აგვისტო, 17:00 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 10 აგვისტო - 20 სექტემბერი, 2017

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ლ. გუდიაშვილის ქ. 1