დავით სულაკაურის ნამუშევრების გამოფენა

05 ივლისი 2017 – 10 სექტემბ. 2017

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ დავით სულაკაურის შემოქმედების გამოფენას ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში.

დავით სულაკაური თანამედროვე ქართული ფერწერის გამორჩეული წარმომადგენელია. მისი შემოქმედება თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დავით სულაკაური ქმნის პეიზაჟებს, პორტრეტებს, მრავალფიგურიან კომპოზიციებს, რელიგიურ სიუჟეტებს, გრაფიკულ ნამუშევრებს ხელნაკეთ ქაღალდზე, იყენებს ენკაუსტიკას. აღსანიშნავია დავით სულაკაურის დაზგური სურათები და მონუმენტური ტილოები, სადაც ერთად ჩნდება ტრადიციაც და ნოვაციაც. ხელოვანი ფერის მდიდარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს, რის გამოც მისი შემოქმედება ძალზე ინდივიდუალური, კოლორიტული და მრავალხმიანია.

გამოფენაზე  წარმოდგენილი იქნება დავით სულაკაურის 100-მდე ნამუშევარი და მისი შემოქმედების ამსახველი კატალოგი.  ეს პირველი ფართო მასშტაბის  გამოფენაა, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 65 წლისთავს ეძღვნება.

გამოფენის გახსნა: 5 ივლისი, 18:00 სთ.

გამოფენის ხანგრძლივობა: 5 ივლისი - 10 სექტემბერი, 2017

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8