თანამედროვე ჩინელი არტისტების გამოფენა „თანავარსკვლავედი"

08 ივნისი 2017 – 11 სექტემბ. 2017

ეროვნული გალერეა

აი ვეივეის, ჰუ შიაოიანის, ლი შურუის, ლიუ ვეის, ლუ პინგიანის, ლუ შანჩუანის, მა ქიუშას, ვან გუანგლის, ვანგ სიშუნის, ვანგ იუანგის, ში მოლინის, შიუ ქუს, შიუ ზენის, იან შინგის, ზანგ დინგის, ზანგ ზენიუს, ზაო იაოს, ზაო ზაოს ნამუშევრებს ეროვნული გალერეა მასპინძლობს. 

კოლექციონერი ჯონ დოდელანდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „თანავარსკვლავედი''.

ექსპოზიცია აერთიანებს თანამედროვე ჩინელ არტისტებს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ჩინეთის დღევანდელ ხელოვნებაზე - მათი ავანგარდისტული ნამუშევრები პოლიტიკური, სოციალური და ესთეტიური პრობლემების გადაჭრის განსხვავებულ გზებს ასახავს.

გამოფენის კურატორია ამი ბარაკი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 8 ივნისი - 11 სექტემბერი, 2017.

მისამართი: . შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11