ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში

24 ივნისი 2016 – 24 ივნისი 2017

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში სიახლეა. დამთვალიერებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, გამოფენას დაემატა ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები - ,,მეეზოვე" და „არწივმა კურდღელი დაიჭირა". 

ორივე სურათი კირილე და ილია ზდანევიჩების საკუთრება იყო. 1930 წელს დიმიტრი შევარდნაძემ ძმები ზდანევიჩებისგან, საქართველოს ხელოვნების მუზეუმისთვის შეიძინა მათი კოლექციის ნაწილი - 39 სურათი, მათ შორის ,,მეეზოვე" და „არწივმა კურდღელი დაიჭირა". დღეს, ორივე ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციის ნაწილს წარმოადგენს.

ათწლეულების მანძილზე ორივე სურათი არაერთხელ იყო ექსპონირებული. ,,მეეზოვე" და ,,ორთაჭალის ტურფა" ერთად იყო წარმოდგენილი 1964 წელს როტერდამში გამართულ თვითნასწავლ მხატვართა საერთაშორისო გამოფენაზე. 2012-2013 წლებში სურათები ექსპონირებული იყო ნიკო ფიროსმანაშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11