ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი

30 ივლისი 2015 – 16 სექტემბ. 2020

2015 წლის 30 ივლისს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ცენტრში საგამოფენო სივრცე მოაწყო, რომელიც ტურისტების ინფორმირებას ემსახურება და საგანმათლებლო ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს.  

მოწყობილი ექსპოზიცია საქართველოს, განსაკუთრებით კი ჯავახეთის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას ასახავს. გამოფენაზე წარმოდგენილი ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატები (მწერების, თევზების, ქვეწარმავლების, ფრინველების, ძუძუმწოვრების ფიტულები და ჰერბარიუმი) ინტერაქტიულ ტექნოლოგიებთან ერთად, მნახველებს დაეხმარება აღიქვან ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების უნიკალურობა, რაც საზოგადოებაში მაღალი ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ფორმირებას ემსახურება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და მათი პოპულარიზაციაა. სწორედ ამ მიზნით ვიზიტორთა ცენტრში, სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებელთათვის მუზეუმის მიერ მომზადებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) თანამშრომლობით განახორციელა. პროექტის დაფინანსდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW)მეშვეობით.