ლადო გუდიაშვილის მხატვრობა

სიღნაღის მუზეუმი

ლადო გუდიაშვილი XX საუკუნის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღრმად ეროვნული შემოქმედია. მისი მხატვრობის ორიგინალობა ინდივიდუალური შემოქმედებითი ბუნებით, რომანტიკული მსოფლაღქმით აიხსნება, რომელიც უბიძგებდა მას თავის შემოქმედებაში რეალობასა და წარმოსახვით სამყაროს შორის არსებობისკენ, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავდა ლ. გუდიაშვილის მხატვრული აზროვნების მეტაფორულობასა და ალეგორიულობას.

ექსპოზიცია "ლადო გუდიაშვილის მხატვრობა", წარმოადგენს წინა პერიოდისაგან განხავევბულ სტილუსტურ თავისებურებს. ეს არის მხატვრის შემოქმედების მეორე პერიოდი, როდესაც წინაპლანზე მოდის ფერწერულობა და პლასტიკური ღირებულებები. კონცეპტუალურად გამოფენა ასახავს ლ. გუდიაშვილის შემდეგომ მნიშვნელოვან პერიოდის სტილისტურ თავისებურებას.