13 აპრილი 2018
08 აგვისტო 2016 – 08 აგვისტო 2020
კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი
2016 წლის 9 აგვისტოს კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში საგამოფენო დარბაზი გაიხსნა. საგამოფენო დარბაზში, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ნიმუშებს, მიიღონ ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემის და ლანდშაფტების შესახებ.
24 ივნისი 2015 – 24 ივნისი 2025
ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის ჯილდო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს
2015 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაჯილდოვდა ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის მიერ თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციისა და სამოქალაქო განათლების კლუბებისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის.
30 ივლისი 2015 – 16 სექტემბ. 2020
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი
2015 წლის 30 ივლისს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ცენტრში საგამოფენო სივრცე მოაწყო, რომელიც ტურისტების ინფორმირებას ემსახურება და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს.
01 ივლისი 2013 – 01 ივლისი 2030
სვანეთის მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია
2013 წლის 1 ივლისს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განახლებულმა მუზეუმმა კარი გაუღო მნახველებს და გახსნიდან ერთი თვის განმავლობაშივიზიტორებს უფასოდ უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ თავად მიიღო პირველიდამთვალიერებლები.