02 მარტი 2015
12 თებერვ. 2015 – 26 სექტემბ. 2015
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის საქართველოს ეროვნული მუზეუმი საჯარო დაწესებულებების ხუთეულშია!
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა(IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს(OSGF) პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge" 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი დასახელდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულება საქართველოში. მუზეუმს გადაეცა სპეციალური ჯილდო „2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის".
26 იანვარი 2015 – 28 აპრილი 2015
სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“
2015 წლის 26 იანვრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშის სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი“.
15 იანვარი 2015 – 29 მარტი 2015
უცნობი ფიროსმანი – ,,ნადირობა ინდოეთში” პირველად ფართო საზოგადოების წინაშე
2015 წლის 15 იანვარს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში შედგება ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის ,,ნადირობა ინდოეთში" პრეზენტაცია. ნიკო ფიროსმანის ,,ნადირობა ინდოეთში" პირველად იფინება სრული სახით.
01 იანვარი 2015 – 30 აპრილი 2015
საგანმანათლებლო პროგრამები. იანვარი–აპრილი 2015
2015 წლის იანვარი–აპრილის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი გაძლევთ შესაძლებლობას გაეცნოთ თითოეული პროგრამის მოკლე შინაარსს და ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა, დღე და საათი.
07 აპრილი 2014 – 07 აპრილი 2015
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს მუზეუმების ლიდერთა ფორუმზე
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ინიციატივითა და "Terra Foundation for American Art"-ის მხარდაჭერით 2014 წელს ნიუ-იორკში მსოფლიოს მუზეუმების ლიდერთა ფორუმი გაიმართა (Global Museum Leaders Colloquium). შეკრება მუზეუმების ლიდერთა შორის იდეებისა და გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა გახლავთ.
24 ნოემბერი 2014 – 15 აპრილი 2015
პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ გამოფენას ,,პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში".
23 დეკემბერი 2013 – 30 აპრილი 2015
დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი
2013 წლის 23 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გიწვევთ გამოფენასა და ფილმის ჩვენებაზე „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი".
09 ნოემბერი 2013 – 09 ნოემბერი 2015
კახური ბარაქის დაბრუნება გიორგიწმინდის კარმიდამოში
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2013 წლის 9 ნოემბერს 14:00 საათზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ წარმოგიდგენთ „გაცოცხლებული" კახური სახლის პრეზენტაციას.
21 მაისი 2013 – 31 დეკემბერი 2016
ბუნების ისტორიის კოლექციების ექსპოზიცია
საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ბუნების ისტორიის კოლექციების ექსპოზიციას.
28 მაისი 2013 – 09 სექტემბ. 2016
ქართული იარაღ-საჭურველი
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენაზე.