26 იანვარი 2014

24 დეკემბერი 2013 – 24 მარტი 2014

ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი

2013 წლის 24 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას ,,ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი".
26 დეკემბერი 2013 – 01 მაისი 2014

დასავლეთ ევროპის ფერწერა ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურიდან

2013 წლის 26 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წარმოგიდგენთ გამოფენას ,,დასავლეთ ევროპის ფერწერა ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურიდან".
23 დეკემბერი 2013 – 30 აპრილი 2015

დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი

2013 წლის 23 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გიწვევთ გამოფენასა და ფილმის ჩვენებაზე „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი".
18 დეკემბერი 2013 – 29 იანვარი 2014

ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა

2013 წლის 18 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის ამსახველ გამოფენას და კატალოგის პრეზენტაციას სახელწოდებით ,,ქართველ ებრაელთაკულტურული მემკვიდრეობა". 
09 ნოემბერი 2013 – 09 ნოემბერი 2015

კახური ბარაქის დაბრუნება გიორგიწმინდის კარმიდამოში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2013 წლის 9 ნოემბერს 14:00 საათზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ წარმოგიდგენთ „გაცოცხლებული" კახური სახლის პრეზენტაციას.   
25 აგვისტო 2013 – 30 იანვარი 2015

საჯალაბო სახლი

ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ მე-19 საუკუნის სამეგრელოს სახლს, მისი კარმიდამოსა და ერთ-ერთი ოჯახის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებულ ისტორიას.    
01 ივლისი 2013 – 01 ივლისი 2030

სვანეთის მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია

2013 წლის 1 ივლისს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განახლებულმა მუზეუმმა კარი გაუღო მნახველებს და გახსნიდან ერთი თვის განმავლობაშივიზიტორებს უფასოდ უმასპინძლა.  საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ თავად მიიღო პირველიდამთვალიერებლები.
05 ივნისი 2013 – 05 ივნისი 2014

არქეოლოგიური საგანძური

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის განახლებულ შენობაში წარმოგიდგენთ  "არქეოლოგიური საგანძურის" გამოფენის გახსნას. ექსპოზიციაზე გაეცნობით  საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ოქრომჭედლობის ნიმუშებს, რომლებიც წარმოაჩენს ქართული კულტურის განვითარების გზას ძვ.წ.აღ. III ათასწლეულიდან ახ.წ.აღ. IV საუკუნემდე.
21 მაისი 2013 – 31 დეკემბერი 2016

ბუნების ისტორიის კოლექციების ექსპოზიცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ბუნების ისტორიის კოლექციების ექსპოზიციას.        
21 მაისი 2013 – 21 მაისი 2014

ბუნების ისტორიის კოლექციების განახლებული ექსპოზიცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ბუნების ისტორიის კოლექციების განახლებულ ექსპოზიციას.    
28 მაისი 2013 – 09 სექტემბ. 2016

ქართული იარაღ-საჭურველი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენაზე.
28 დეკემბერი 2012 – 28 დეკემბერი 2025

სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ექსპოზიცია

განახლებული სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა.მუზეუმში თავმოყრილია მესხეთის ისტორიული მოვლენების ამსახველი არქეოლოგიური, ისტორიული, ეთნოგრაფიული, პალეონტოლოგიური, პალეოგრაფიული, ნუმიზმატიკური, ნარატიული და არქიტექტურული მასალები.