ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
18 აპრილი 2008 – 18 აპრილი 2008

ელენე ახვლედიანის 110 წლის იუბილე

2008 წლის 18 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის 110 წლის იუბილეს აღნიშნავს.
18 მაისი 2007 – 08 ივნისი 2007

ელენე ახვლედიანისა და ვასილ შუხაევის ნამუშევრების გამოფენა

1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორიშო საბჭოს (ICOM) გადაწყვეტილებით 18 მაისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება მუზეუმების საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით 2007 წლის 18 მაისს 17.00 საათზე საქართველოს ეროვული მუზეუმი გიწვევთ ელენე ახვლედიანისა და ვასილ შუხაევის გამოფენის გახსნაზე.    
30 იანვარი 2017

ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში

2017 წლის 30 იანვარს, 12:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან ერთად შემუშავებული პროგრამის „ვისწავლოთ გერმანული ენა მუზეუმში" ფარგლებში.   
23 დეკემბერი 2016

ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია

2016 წლის 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში გიწვევთ მხატვრის საიუბილეო წიგნის პრეზენტაციაზე.    
13 აპრილი 2011

ელენე ახვლედიანი - დაბადებიდან 113 წელი

ელენე ახვლედიანის (1898-1975)შემოქმედებას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადეგილი უჭირავს. მხატვრის ინდივიდუალიზმი ყველაზე ნათლად პეიზაჟურ ფერწერაში გამოვლინდა, რადგან იგი იყო ფერწერის რეალისტური ჟანრის მიმდევარი და უპირატესობას ნატურიდან მუშაობას ანიჭებდა.
05 მაისი 2010

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის შექმნიდან 35 წელი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ელენეახვლედიანის სახლ-მუზეუმის შექმნიდან 35წელს აღნიშნავს. როგორც მხატვრისსიცოცხლეში, ახლაც რომანსებისა და პოეზიისსაღამო გაიმართება.
Share

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 11:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.

 


ბილეთების საფასური

მოზრდილი  3 ლარი
სტუდენტი 1 ლარი
სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი
პენსიონერი 0.5 ლარი
მუზეუმის მეგობარი - გაწევრიანდით უფასო
ბავშვი 6 წლამდე უფასო

შესაბამისი დოკუმენტით მუზეუმში შესვლა უფასოა:

ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

 


საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ლეო ქიაჩელის ქუჩა 12
ტელ.: (+995 32) 299 74 12
ელ-ფოსტა:info@museum.ge

Share

ეროვნული მუზეუმი შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი ელენე ახვლედიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1976 წლის 18 აპრილს. სახლ-მუზეუმი ქართული დედაბოძითა და რიკულებიანი ანტრესოლებით წარმოადგენს ტიპიურად ქართულ ინტერიერს, სადაც წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, კოსტუმები, წიგნის ილუსტრაცია, სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები ნაჩუქობა, ფოტო მასალა, პირადი არქივი, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

სახლ-მუზეუმში დაცულია სამი ათასზე მეტი ექსპონატი. ელენე ახვლედიანის სახლი, მისი სახელოსნო, ყოველთვის იყო გამოჩენილი შემოქმედთა თავშეყრისა და შემოქმედებითი ურთიერთობების ადგილი. აქ ეწყობოდა თემატური და პერსონალური გამოფენები, საღამოები და მუსიკოსთა, მსახიობთა, პოეტთა და მხატვართა მონაწილეობით. სახლ-მუზეუმში კვლავაც სეფევს ის განუმეორებელი ატმოსფერო, რომელშიც მხატვარი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. გრძელდება ყველა ის მდიდარი და ლამაზი ტრადიცია, რომელიც თვით მხატვარმა დაამკვიდრა თავის სახლში, სახლი რომელიც ისევე როგორც მთელი თავისი შემოქმედება ხალხს დაუტოვა.