სიღნაღის მუზეუმი

ლადო გუდიაშვილის მხატვრობა

ექსპოზიცია "ლადო გუდიაშვილის მხატვრობა", წარმოადგენს წინა პერიოდისაგან განხავევბულ სტილუსტურ თავისებურებს. ეს არის მხატვრის შემოქმედების მეორე პერიოდი, როდესაც წინაპლანზე მოდის ფერწერულობა და პლასტიკური ღირებულებები. კონცეპტუალურად გამოფენა ასახავს ლ. გუდიაშვილის შემდეგომ მნიშვნელოვან პერიოდის სტილისტურ თავისებურებას.  

შუა საუკუნეების არქეოლოგია

შუა საუკუნეების გამოფენაზე წარმოდგენილია მე-4 - მე-18 საუკუნეების აღმოსავლეთ იბერიის დასახლების ქალაქის ცხოვრებას (ხორანთა, ნეკრესი, გავაზი, არეში, გრემი და ჭერემი)

ეთნოგრაფია

სიღნაღის მუზეუმში, მუდმივ მოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული მასალები: მუსიკალური ინსტრუმენტები, იარაღები, სამოსელი და ცხოვრების სტილის ამსახავი ნივთები.
27 მაისი 2017 – 03 ივნისი 2017

ანი ბონდარენკოს პერსონალური გამოფენა

2017 წლის 27 მაისს, 21:00 საათზე, აქციის „ღამე მუზეუმში ფარგლებში", საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმი გიწვევთ სიღნაღის საჯარო სკოლის მე-11  კლასის  მოსწავლის ანი ბონდარენკოს გრაფიკული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენაზე.  
19 მაისი 2017 – 19 ივნისი 2017

მუზეუმის კვირეული: „გერმანელი მხატვრები საქართველოში. XIX-XX საუკუნეები"

19 მაისს, 14:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, სიღნაღის მუზეუმში, გიწვევთ გამოფენაზე „გერმანელი მხატვრები საქართველოში. XIX-XX საუკუნეები".  
20 მაისი 2016 – 01 სექტემბ. 2016

მუზეუმის კვირეული: მარინისტული პეიზაჟი

2016 წლის 20 მაისს 13:00 საათზე მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, გიწვევთ სიღნაღის მუზეუმში გამოფენის „მარინისტული პეიზაჟი" გახსნაზე. 
04 ნოემბერი 2015 – 04 დეკემბერი 2015

გამოფენა ,,ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს“

2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში ევროკავშირის კულტურის კვირეული 2015-ის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტი ,,ერთად შევეგებოთ ევროპას" და საქართველოს ეროვნული არქივი გთავაზობთ ქართულ-ევროპული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას. 
04 ივლისი 2015 – 02 აგვისტო 2015

ქეთევან გორდეზიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

2015 წლის 4 ივლისს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში გიწვევთ ქეთევან გორდეზიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენის გახსნაზე. 
01 მაისი 2015 – 15 მაისი 2015

ხალხური რეწვის გამოფენა - სიღნაღის მუზეუმში

2015 წლის 1 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში გიწვევთ ხალხური რეწვის გამოფენაზე.     
17 სექტემბ. 2014 – 31 ოქტომბ. 2014

ვაჟა მოსულიშვილის ნამუშევრების გამოფენა

2014 წლის 17 სექტემბერს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გიწვევთ ნიჭიერი მხატვარ კერამიკოსის, ვაჟა მოსულიშვილის (1961-1985) ნამუშევრების გამოფენაზე.
16 ივლისი 2014 – 16 აგვისტო 2014

დაკარგული ისტორია - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ

16 ივლისს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმი გიწვევთ გამოფენის გახსნასა და ფილმის ჩვენებაზე ,,დაკარგული ისტორია- მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ".
12 ოქტომბ. 2012 – 25 ოქტომბ. 2012

სპეციალური შემეცნებითი პროგრამა- ფოტოგამოფენა „საგანძური“

2012 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით გაიმართება ფოტოგამოფენა "საგანძურის" პრეზენტაცია
19 აპრილი 2012 – 05 აპრილი 2017

ნიკო ფიროსმანი

სიღნაღის მუზეუმის მთავარ ღირშესანიშნაობას და სიამაყეს XIX-XX საუკუნის მიჯნის თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის(ფიროსმანის) ნამუშევრების მდიდარი კოლექცია წარმოადგენს.
29 ოქტომბ. 2011 – 15 მაისი 2012

საქართველოთი მონუსხული

  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჯონ უერდმანის (ამერიკა), ილია იაჩენკოსა (რუსეთი) და ივან კუგაჩის (უკრაინა) 60-მდე რეალისტურ-იმპრესიონისტული ფერწერული ნამუშევარი _ პეიზაჯი, პორტრეტი, ნატურმორტი. გამოფენა სანახაობრივად საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა ნახოს სამი სხვადასხვა ეროვნების ხელოვანის თვალით დანახული საქართველო.   
31 მაისი 2009 – 31 მაისი 2009

პიკასო საქართველოში

2009 წლის 31 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საფრანგეთის იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭო სიღნაღის მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე "პიკასო საქართველოში".
Share

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები. 

 


ბილეთების საფასური

მოზრდილი  5 ლარი
სტუდენტი 1 ლარი
სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი
პენსიონერი 0.5 ლარი
მუზეუმის მეგობარი - გაწევრიანდით უფასო
ბავშვი 6 წლამდე უფასო

შესაბამისი დოკუმენტით მუზეუმში შესვლა უფასოა:

ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

 


გიდის თანხლებით ტურების საფასური

სასკოლო ჯგუფი 10 ლარი
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 25 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) 45 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) 60 ლარი
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით 200 ლარი

 

გიდის მომსახურება ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.


გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე.

გარდერობი არ იბარებს:

  •  ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  •  ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  •  ძვირფას ნივთებს
  •  ხელჩანთებს

 

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.

 


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

 


ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის  ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად  დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

 


მაღაზია

გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.

 


საკონტაქტო ინფორმაცია

სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8    
ტელ.: + (995 32) 23 24 48
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge

Share

სიღნაღის მუზეუმი დაარსდა 1947 წელს, როგორც ქიზიყის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მისი ექსპოზიცია გაიხსნა 1950 წლის 31 დეკემბერს. ექსპონატთა საერთო რაოდენობა 700-ს ითვლიდა და წარმოდგენილი იყო ისტორიის, სოციალური მშენებლობისა და ბუნებისმეტყველების განყოფილებები. წლების მანძილზე ივსებოდა მუზეუმის ფონდი. 1967 წლიდან მუზეუმთან გაიხსნა სამხატვრო გალერეა, რომელსაც ცნობილმა თუ დამწყებმა მხატვრებმა შემოსწირეს 600-მდე მხატვრული ტილო თუ სკულპტურა.

ეთნოგრაფიული კოლექცია გამდიდრდა კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით შესყიდული და მოსახლეობის მიერ შემოწირული ნივთებით და ამჟამად შეადგენს 5000 ერთეულს. კოლექცია მდიდარია ქსოვილთა ნიმუშებით, სპილენძისა და ხის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭლითა და ნივთებით, სასოფლო-სამეურნეო იარაღებითა თუ მეღვინეობის კულტურის შესაბამისი მასალით. ფონდებში ასევე დაცულია სიღნაღის ქალაქური ყოფისათვის დამახასიათებელი მდიდარი სამუზეუმო მასალა–ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები, ხელოსნობის სხვადასხვა დარგის სამუშაო იარაღები, მუსიკალური საკრავები და სხვ.

სიღნაღის მუზეუმის ფონდებშია დაცული ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, დაახლოებით 2000 ერთეული, მათ შორისაა უძველესი სასანური მონეტები, თამარის, ლაშა–გიორგის, ერეკლეს მიერ მოჭრილი მონეტები, ბონისტიკური და ჰერალდიკური ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო დროებითი გამოფენების სახით.

მუზეუმის ფონდი მდიდარია ფოტო და დოკუმენტური კოლექციებით (დაახლოებით 50 000 ერთეული). აქ დაცული არქეოლოგიური ექსპონატების გარკვეული რაოდენობა შემთხვევით მონაპოვარი და შემოწირულობაა.

1973 წელს შეიქმნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან არსებული კახეთის არქეოლოგიური კვლევის ბაზა, რომელიც ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებდა კახეთის რეგიონში. აღნიშნულმა ექსპედიციამ უმდიდრესი მასალა შესძინა სიღნაღის მუზეუმს სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურ კულტურათა ნიმუშების სახით, რომელთაგან აღსანიშნავია: ენეოლითური, ადრებრინჯაოს _ მტკვარ-არაქსული, მარტყოფული, ალაზან_ბედენური, თრიალეთური თუ გვიანი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები, საკულტო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა მასალა.

მუზეუმი 2007 წელს შეუერთდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. შენობა სრულად შეკეთდა, დამონტაჟდა უსაფრთხოების სისტემები, მოეწყო ახალი ექსპოზიციები, შეივსო მუზეუმის ფონდები და ამჟამად ის ითვლის 60 000 ექსპონატს.

სიღნაღის მუზეუმი საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს, სადაც წარმოდგენილია არქეოლოგიური, შუა საუკუნეების, ეთნოგრაფიული და ფიროსმანის ნახატთა მუდმივმოქმედი ექსპოზიციები. მუშაობს დროებითი საგამოფენო დარბაზიც, სადაც 2009 წელს მოეწყო პაბლო პიკასოს ნამუშევრების, 2010 წელს კი დასავლეთ ევროპის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან.

დღეს სიღნაღის მუზეუმი კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციაა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.

მიმაგრებული დოკუმენტები :
იხილეთ ბროშურა

Share