დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი
19 აპრილი 2012 – 31 ოქტომბ. 2013

პირველი ევროპელების სამშობლო

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 85 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეს არის უნიკალური ადგილი საოცარი აღმოჩენებით, რომლებიც ცვლის კაცობრიობის ისტორიას და ჩვენს შეხედულებას ადამიანის ევოლუციის შესახებ.
27 ივნისი 2010 – 30 ივნისი 2010

პირველი ევროპელი მოზარდის მულაჟი - დმანისის მუზეუმში

27 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დმანისის მუზეუმში საზოგადოებას წარუდგინა დმანისში აღმოჩენილი 1.8 მილიონი წლით დათარიღებული მოზარდის რეკონსტრუირებული ფიგურა.
11 მარტი 2010 – 02 ნოემბერი 2011

პირველი ევროპელი გოგონას სახელი

ალბათ გსმენიათ პირველი ევროპელი გოგონას შესახებ! გსურთ ცნობილი დმანისელი გოგონას სახელის შერჩევაში მონაწილეობა დღეიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი ატარებს კონკურსს პირველი ევროპელების ზეზვასა და მზიას ქალიშვილისათვის საუკეთესო ქართული სახელის შესარჩევად.
Share
04 სექტემბერი 2013

დმანისის საზაფხულო სკოლის პრეზენტაცია

2013 წლის 4 სექტემბერს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე გიწვევთ „დმანისის საზაფხულო სკოლის" პრეზენტაციაზე. 
10 აგვისტო 2013

„პრეისტორიული თამაშები“ დმანისში

2013 წლის 10 აგვისტოს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდენთ სპორტულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას „პრეისტორიული თამაშები“ დმანისის მუზეუმ–ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე. 
27 აგვისტო 2012

დმანისის საზაფხულო სკოლა

2012 წლის 27 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მოწყობის მიზნით, ახორციელებს პროექტს - „დმანისის საზაფხულო სკოლა".
18 აგვისტო 2011

დმანისის საზაფხულო საველე სკოლა

2011 წლის 18 აგვისტოს, ხუთშაბათს, დღის 12 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ბატონი დავით ლორდქიფანიძე, დმანისის კვლევითი ჯგუფი და საველე სკოლის მონაწილეები აღნიშნავენ 2011 წლის საზაფხულო საველე სკოლის დასრულებას, დმანისის მუზეუმ-საცავში. 
26 ივლისი 2011

ზაფხულის საღამოები დმანისში: „მეცნიერების კვალდაკვალ“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დმანისის საველე სკოლა წარმოგიდგენთ საჯარო ლექციების საღამოებს დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში. პროგრამა მოიცავს:
26 სექტემბერი 2009

განახლებული დმანისი

2009 წლის 26 სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ განახლებულ დმანისის საველე-არქეოლოგიური მუზეუმში. 
Share

ძვირფასო დამთვალიერებლებო!
გაცნობებთ, რომ დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის 2017 წლის სეზონი დაიხურა. 2018 წლის მაისიდან მუზეუმი კვლავ უმასპინძლებს ვიზიტორებს.

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 11:00-დან 17:00 საათამდე

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები 


ბილეთის საფასური

მოზრდილი  3 ლარი
სტუდენტი 1 ლარი
სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი
პენსიონერი 0.5 ლარი
მუზეუმის მეგობარი - გაწევრიანდით უფასო
ბავშვი 6 წლამდე უფასო

შესაბამისი დოკუმენტით მუზეუმში შესვლა უფასოა:

ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.


ბილეთები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონულად, ვებგვერდზე biletebi.ge


გიდის თანხლებით ტურების საფასური

10 კაცამდე ჯგუფისთვის  25 ლარი
სკოლის ჯგუფისთვის 10 ლარი

გიდის მომსახურება ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

 


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

 


საკონტაქტო ინფორმაცია

დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი     
ტელ.: + (995 32) 299 80 22
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge

Share

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 85 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეს არის უნიკალური ადგილი საოცარი აღმოჩენებით, რომლებიც ცვლის კაცობრიობის ისტორიას და ჩვენს შეხედულებას ადამიანის ევოლუციის შესახებ. დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა განამარხებული ნაშთები და ქვის იარაღები დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდების ამდენი ნაშთი ერთ შრეში არ აღმოჩენილა. დმანისის ძეგლის კვლევების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია და სრულიად შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.

შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებსა და არქეოლოგიურ ველთან ერთად დამთვალიერებლებს შეუძლიათ გიდის თანხლებით ესტუმრონ შუა საუკუნეების შესანიშნავ ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას. დმანისის მუზეუმში დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა დააკვირდეს მეცნიერთა არქეოლოგიურ სამუშაოებსაც, გახდეს ახალი აღმოჩენების თანამონაწილე და მიიღოს უახლესი ინფორმაცია მეცნიერული აღმოჩენის შესახებ.

2009 წლის ოქტომბერში დმანისში გაიხსნა საველე-არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს უშუალოდ მიადევნოს თვალი არქეოლოგების მუშაობის პროცესს.

http://www.dmanisi.ge/