სვანეთის მუზეუმი

სვანეთის განახლებული მუზეუმი

2013 წლის 1 ივლისს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განახლებული მუზეუმი კვლავ გაუღებს კარს დამთვალიერებელს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე თავად უმასპინძლებს მუზეუმის მნახველებს.
15 სექტემბ. 2017 – 29 სექტემბ. 2017

„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“

2017 წლის 15 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და   კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიხსნება ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები". 
30 ივლისი 2017 – 10 სექტემბ. 2017

ლევან მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა "აქ"

2017 წლის 30 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და Project ArtBeat წარმოგიდგენთ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, ლევან მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას „აქ" სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში.      
09 სექტემბ. 2016 – 09 ნოემბერი 2016

ფრაგმენტები ისტორიიდან

2016 წლის 9 სექტემბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის  სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გიწვევთ ქეთევან მატაბელის და გია გუგუშვილის ერთობლივი გამოფენის „ფრაგმენტები ისტორიიდან" გახსნაზე.        
29 ივლისი 2015 – 31 აგვისტო 2015

გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა სვანეთის მუზეუმში

2015 წლის 29 ივლისს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გაიხსნა.    
24 ივლისი 2014 – 10 სექტემბ. 2014

ვიტორიო სელა სვანეთის მუზეუმში

2014 წლის 24 ივლისს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოში იტალიის საელჩო და National Geographic საქართველო, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფისა მთამსვლელის და ვიტორიო სელას ფოტოგამოფენას.
Share

 

 

12 ოქტომბერი 2017

ლექცია „ისლამური ქსოვილები მესტიის მუზეუმიდან"

2017 წლის 12 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სვანეთის მუზეუმში გაიმართება რუსუდან ქოჩქიანისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია „ისლამური ქსოვილები მესტიის მუზეუმიდან". ავტორები: ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, ბარი ფლადი და ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროსი კურატორი ირინე კოშორიძე.   
07 ივლისი 2017

40 დღე რუსიკო ქოჩქიანის გარდაცვალებიდან

ეს ერთი შეხედვით სუსტი, სათნო ქალბატონი სინამდვილეში ძლიერი პიროვნება გახლდათ, მტკიცე პროფესიული და ადამიანური პრინციპებით. 
18 მარტი 2016

ევროკავშირის კინოფესტივალი სვანეთის მუზეუმში

2016 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გიწვევთ ევროკავშირის მე–4 კინოფესტივალზე საქართველოში. ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან ერთად. 
21 ოქტომბერი 2015

ზაფხული სვანეთის მუზეუმში 2015

2015 წლის ზაფხულში სვანეთის მუზეუმმა მრავალფეროვან ღონისძიებებს უმასპინძლა. მუზეუმში გაიხსნა საგანმანათლებლო ცენტრი, მედიათეკა, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის გამოფენა. ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებშიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე გაიმართა ,,საუბრები მუზეუმში", სპექტაკლები, საჯარო ლექციები და სხვა მრავალი საინტერესო აქტივობა. 
16 სექტემბერი 2015

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2016" კონკურსის კანდიდატად დასახელდა

ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით და მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის მუზეუმების მასშტაბით. ჯილდო ხელს უწყობს ინოვაციურ პროცესს სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და კოლექციებზე უფრო ახდენს ფოკუსირებას, ვიდრე მათ გამოყენებაზე საზოგადოების მოთხოვნების საპასუხოდ. 
29 ივლისი 2015

საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა სვანეთის მუზეუმში

2015 წლის 29 ივლისს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა.
29 ივლისი 2015

სვანეთის მუზეუმში მედიათეკა გაიხსნა

2015 წლის 29 ივლისს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი მედიათეკა გაიხსნა.
24 სექტემბერი 2014

მესტიის მუზეუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

2014 წლის 24-25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით  „მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება“.
17 აგვისტო 2013

სვანეთის მუზეუმი შოთა ჩართოლანის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს

2013 წლის 17 აგვისტოს 12 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში წარმოგიდგენთ არქეოლოგ შოთა ჩართოლანის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
23 ივლისი 2013

საერთაშორისო სემინარი მესტიაში: ,,მუზეუმის თანამედროვე მოდელი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში”

სვანეთის განახლებულ მუზეუმში 23-26 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებთან და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდთან თანამშრომლობით ატარებს საერთაშორისო სემინარს.    
01 ივლისი 2013

სვანეთის განახლებული მუზეუმი

2013 წლის 1 ივლისს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განახლებული მუზეუმი კვლავ გაუღებს კარს დამთვალიერებელს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე თავად უმასპინძლებს მუზეუმის მნახველებს.
13 სექტემბერი 2012

სვანეთის მუზეუმის საგამოფენო სივრცის პრეზენტაცია

განახლებული სვანეთის მუზეუმის პრეზენტაცია და გამოფენის პროტოტიპის  ჩვენება. 2012 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებული სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი მოინახულა.    
Share

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი (მესტიის მუზეუმი)

მოზრდილი  7 ლარი
სტუდენტი  1 ლარი
სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი
პენსიონერი  0.5 ლარი

 


ბილეთები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონულად, ვებგვერდზე biletebi.ge



სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი (სვანური სახლი, უშგული)

მოზრდილი  3 ლარი
სტუდენტი  1 ლარი
სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი
პენსიონერი  0.5 ლარი

 

გიდის თანხლებით ტურების საფასური

სასკოლო ჯგუფი 10 ლარი
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 25 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) 45 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) 60 ლარი
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით 200 ლარი

 

გიდის მომსახურება ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

 


შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

მუზეუმის მეგობრებისა (გაწევრიანდით) და ICOM-ის წევრებისთვის; ,,Culture card'' ბარათების მფლობელთათვის; საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის; 6 წლამდე ბავშვებისთვის.

მუზეუმის ფოტოების სანახავად დააჭირეთ აქ


გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე. 

გარდერობი არ იბარებს:

  •  ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  •  ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  •  ძვირფას ნივთებს
  •  ხელჩანთებს

 

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.

 


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

 


ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის  ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად  დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

 


ხელმისაწვდომობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის, რათა თქვენი სტუმრობა მუზეუმში უფრო ხალისიანი და მოსახერხებელი გახდეს. 

თუ გაქვთ რაიმე კითხვა შშმ პირთა მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: + (995 32) 299 80 22
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებელთათვის.  

 


მაღაზია 

გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.

 


 

საკონტაქტო ინფორმაცია

მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7    
ტელ.: + (995 32) 299 71 76
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge

Share

სვანეთის მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. ქართველმა მეცნიერებმა და ადგილობრივმა მოღვაწეებმა იმისათვის რომ რეგიონში გაბნეული უნიკალური ნიმუშები განადგურება - დაკარგვასა და მოუვლელობას გადარჩენოდა დაიწყეს მუზეუმის კოლექციების შევსება.

2013 წელს, არქიტექტორ გაგა კიკნაძის პროექტის მიხედვით, დასრულდა მუზეუმის სარეაბილიტაციო - განახლებითი სამუშაოები და ახალ, თანამედროვე შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი გაიხსნა.

2015 წელს მუზეუმს საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკა შეემატა. გარდა აღნიშნულისა, მუზეუმში წარმოდგენილია დროებითი საგამოფენო სივრცე, რომელიც სხვადასხვა ხასიათის გამოფენის მოწყობის შესაძლებლობას იძლევა. მუზეუმში მოსულ დამთვალიერებლებს შეუძლიათ ეწვიონ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საჯარო სივრცეს, მუზეუმის მაღაზიასა და კაფეს.

სვანეთის მუზეუმი XXI საუკუნის საერთაშორისო სტანდარტების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც სამეცნიერო კვლევასა და მომავალი თაობების აღზრდას ემსახურება.

***

მუზეუმის კოლექციები მოიცავს მესტიაში დაცულ მრავალფეროვან მასალას და კალას, იფარის, მულახის, ლატალისა და ფარის ისტორიულ თემთა სოფლების ეკლესიებში დაცულ მოძრავ ძეგლებს; მუზეუმის დაქვემდებარებაშია მესტიის ისტორიულ უბნებში, ლეხთაგსა და ლანჩვალში მდებარე უძველესი საცხოვრებელი კომპლექსები კოშკებითურთ, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი საცხოვრებელი კომპლექსებითა და ერთ-ერთ კოშკში მოწყობილი გამოფენით.

არქეოლოგიური მონაპოვრები სვანეთში ძვ.წ. III ათასწლეულიდან აქტიურ კულტურულ და სოციალურ ცხოვრებას ადასტურებს, ანტიკურ ხანაში კი - ამ კუთხის კოლხეთისგან, ოქროს საწმისის ქვეყნისგან, განუყოფლობას. სვანეთის მუზეუმის კოლექციებში მრავლადაა კერამიკის, სამკაულის, საკულტო ნივთების, საბრძოლო და სამეურნეო იარაღისა და ნუმიზმატიკის კოლექციები.

სვანეთის ნუმიზმატიკური კოლექცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა,რაც იმითაა განპირობებული, რომ მასში დაცული მონეტების უმეტესობა საეკლესიო განძებს წარმოადგენს, რომლებშიც საუკუნეების განმავლობაში თავს იყრიდა საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში მყოფი ფული. სვანეთში დაცული ნუმიზმატიკური კოლექციების ქრონოლოგია ძვ.წ. V საუკუნეში მოჭრილი "კოლხური თეთრით" იწყება და XX საუკუნის საბჭოური მონეტებით მთავრდება.

კოლექციაში დაცულია ადგილობრივი, ქართული და უცხოური მონეტების როგორც ერთეული აღმოჩენები, ისე განძები. მათგან აღსანიშნავია: ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერი, ალექსანდრე მაკედონელის ადგილობრივი მინაბაძი, ავგუსტე კეისრის დენარის მინაბაძი, პანტიკაპეის ოქროს სტატერი, არაბული დირჰემი, ბიზანტიური, ირანული, სელჩუკური, მონღოლური, დავით აღმაშენებლის, გიორგი III-ის, თამარის, გიორგი IV ლაშას, რუსუდანის, რუსული და ევროპული (პოლონური, დანიური, გერმანული, ჩეხური) მონეტები.

სვანეთში დაცული ქრისტიანული კულტურის კოლექციები შუა საუკუნეების ქართული, სირიული, ბიზანტიური თუ ევროპული ხელოვნების უამრავ უმნიშვნელოვანეს ძეგლს მოიცავს.

მუზეუმის ჭედური ხატების უმრავლესობა სვანი ოსტატების მიერ არის შესრულებული. თანდართულმა წარწერებმა ზოგიერთის სახელიც შემოინახა. მუზეუმში ინახება XI საუკუნის ოსტატთა, გვაზავაისძეთა, ნახელავი ხატები: დიოკლიტიანეს მლახვრავი წმ. გიორგისა (ოსტატი ასანი) და ქრისტე პანტოკრატორისა (ოსტატები გიორგი და თევდორე).

მუზეუმის უნიკალურ ქართულ ფერწერულ ხატებს შორის ე.წ. დედაქალაქური სკოლის ნიმუშიც არაერთია და ე.წ. ხალხური ნაკადის ოსტატთა მიერ შესრულებულიც. აღსანიშნავია: მათგან უადრესი, ჩვილედი ღმრთისმშობელი და წმ. ბარბარე (IX-Xსს.); ასევე წმ. იონა წინასწარმეტყველის (XIIს.), ჩვილედი ღვთისმშობლის (XIIს.), წმ. გიორგის (XIIIს.), წმ. მხედრების (XIIIს.), წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის (XI-XIIსს.), ორმოცი სებასტიელი მოწამის (XIIს.); მაცხოვრისა (XI-XIIსს.) და ლაზარეს აღდგინების (XIIს.) ხატები. გამორჩეულია მუზეუმში დაცული რელიქვარიუმები, რომლებიც ჭედურობით შემკულ ფერწერულ ხატებს წარმოადგენს, მათ შორისაა: ჯვარცმის (XI-XIIსს.) და რუსუდან დედოფლის აღმზრდელის - სილიხანის მიერ შეწირული (XIIIს.) ხატები.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია VI-VII საუკუნის ბრინჯაოს სირიული საცეცხლურები, გამოყენებითი ხელოვნების უაღრესად მნიშვნელოვანი ნიმუში - ვენეციაში შექმნილი საკურთხევლისწინა ჯვარი (XIII-XIV სს. მიჯნა), რომელიც სვანეთში "ლათაიჯვარის" ანუ "თვლებიანი" ჯვრის სახელითაა ცნობილი. იგი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების, ფილიგრანით შესრულებული ჩარჩოების და ბუდეებში ჩასმული, ეტრატზე შესრულებული ფერწერული მინიატურების უნიკალურ მთლიანობას წარმოადგენს. ასევე, საყურადღებოა, უშგულში დაცული, იტალიური მედალიონები (XIIIს) და გერმანული კათხა (XIVს).

მუზეუმის ხელნაწერების ფონდში დაცულია ეტრატზე და ქაღალდზე შესრულებული, IX-XVIII საუკუნეების სასულიერო მწერლობის ძეგლები - პალიმფსესტური ფურცლები, ჭედურობითა და მხატვრობით შემკული წიგნები.

აღსანიშნავია, 897 წელს შატბერდში გადაწერილი, თარიღიან ოთხთავებს შორის უძველესი ადიშის ოთხთავი; მესტიის (1033წ.), ლაბსყალდისა (XIIს.) და იენაშის (XIIIს.) ოთხთავები.

ხელნაწერთა კოლექციაში ასევე დაცულია X საუკუნის იერუსალიმის განჩინება (ლატალის ლექციონარი) და X-XI საუკუნეების, გამორჩეული კალიგრაფიული ნუსხურით შესრულებული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები; წვირმის, იელის, ადიშის იადგარები. მათში VIII-X საუკუნეების ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის უძველესი ქართული თარგმანებია თავმოყრილი. აქვეა, ხეზე დაწერილი საბუთები (XIV-XVსს) და ძველნაბეჭდი წიგნები (XVIII-XIXსს.), მათ შორის ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი თუენი (XVIIIს.). 

სვანეთის ტრადიციული ყოფა მუზეუმში მრავალმხრივ არის წარმოდგენილი: XIX საუკუნის ფოტოებით; სვანური საცხოვრისის ელემენტებით (კერია, ორნამენტებით შემკული ხის საკარცხულები, სკივრები, ჭურჭელი); სამეურნეო და საბრძოლო იარაღით, სამკაულებით და, რაც მთავარია, მესტიასა და უშგულში მდებარე კოშკებით, რომლებიც დღემდე ინახავს აქაურთა საუკუნოვან რწმენა-წარმოდგენებს.

***

მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიზანი რეგიონის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაციაა. პროგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, შემეცნებით თამაშებს, ლექცია-საუბრებს, შეხვედრებს მეცნიერებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს და ა.შ.

მუზეუმი მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს ოჯახებს, 3-დან 17 წლამდე სტუმრებსა და ზრდასრულ დამთვალიერებლებს. პროგრამები აგრეთვე განკუთვნილია სვანეთში არსებული საზაფხულო სკოლების, სპორტ-სკოლებისა და ბანაკების მონაწილეთათვის.

მესტიის მუნიციპალიტეტის დახმარებით მოხდება ბავშვების ჩამოყვანა მაღალმთიანი სოფლების სკოლებიდან. დაგეგმილია ასევე მუზეუმის გარეთ მოქმედი პროგრამები, როგორიცაა მოძრავი საგანმანათლებლო გამოფენები და საველე ექსკურსიები, რომელთა მიზანია ისტორიის, ფლორის, ფაუნის, ეკოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის და სხვა საკითხებისადმი ინტერესის გაღრმავება.

გარდა ზოგადი ცოდნის მიღებისა, სამუზეუმო სწავლება ხელს უწყობს მოზარდებში ისეთი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაცია და წარმოსახვა, დამოუკიდებლად მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარები. ჩვენი მიზანია მუზეუმი ახალგაზრდებისთვის იყოს სიხარულისა და შთაგონების ადგილი, მათში აღვივებდეს ინტერესსა და შემოქმედებითობას, ამასთანავე ეხმარებოდეს მათ სამყაროს აღქმასა და შემეცნებაში.

მედიათეკა წარმოადგენს თანამედროვე ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც ვიზიტორი გაეცნობა უახლეს ლიტერატურასა და ისარგებლებს უფასო ინტერნეტით.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სვანეთის მუზეუმის მედიათეკის სამკითხველო დარბაზი 200-ზე მეტი წიგნით შეივსო. კვლევითი ინსტიტუტებისა და ქართველი გამომცემლების მიერ გადმოცემული წიგნები განკუთვნილია სხვადასხვა ინტერესისა და ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის, რაც ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონის მოსახლეობის უახლესი ლიტერატურის ხელმისაწვდომობას.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, გამომცემლობებს - არტანუჯი, ინტელექტი, საუნჯე, ბაკმი, შემეცნებასა და პალიტრა L-ს.

მუზეუმის მეტი ფოტოების სანახავად დააჭირეთ აქ

Share

EMYA ყველაზე პრესტიჟულ სამუზეუმო ჯილდოდ მიიჩნევა ევროპაში და წარმოადგენს ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციის უმნიშვნელოვანეს კერას სამუზეუმო სფეროში.  

ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით დაფუძნდა. ის მიზნად ისახავს საუკეთესო გამოცდილების აღიარებას ევროპის მუზეუმებს შორის, ხელს უწყობს ინოვაციურ პროცესს სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და კოლექციებზე უფრო ახდენს ფოკუსირებას, ვიდრე მათ გამოყენებაზე საზოგადოების მოთხოვნების საპასუხოდ.

ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.

ევროპის საბჭოს მუზეუმის პრიზი წარმოადგენს უნიკალურ ჯილდოს და მიზნად ისახავს თვალსაჩინოდ წარმოაჩინოს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საჭიროება, როგორც ფაქტორი, რომელიც აერთიანებს ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას. 

 

 

Share