საქართველოს მუზეუმი

დავით აღმაშენებლის ანდერძი და შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული ექსპოზიცია

2016 წლის 26 დეკემრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გიწვევთ შუა საუკუნეების საგანძურის განახლებულ გამოფენაზე. 

შუა საუკუნეების საგანძური

2016 წლის 11 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გიწვევთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში გამოფენაზე ,,შუა საუკუნეების საგანძური". გამოფენაზე წარმოდგენილია წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ასახავს იმ კულტურული ტრადიციების ერთიანობას და უწყვეტობას, რომელთა საფუძველზე ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითშეგნება.    

საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ IV საუკუნემდე

2013 წლის 27 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გიწვევთ გამოფენაზე „საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ IV საუკუნემდე". 

აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით „აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე".  

არქეოლოგიური საგანძური

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას ,,არქეოლოგიური საგანძური".   
14 დეკემბერი 2017 – 05 იანვარი 2018

გამოფენა „საზღვრებს მიღმა - გერმანელები სამშობლოს ძიებაში ვურტემბერგსა და კავკასიას შორის“.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო კონფერენციის „საერთო მემკვიდრეობა კულტურათაშორისი დიალოგისა და განვითარებისათვის" ფარგლებში,  რომელიც ეძღვნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი გერმანელების დასახლების გაჩენის 200 წლისთავს გიწვევთ გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით „საზღვრებს მიღმა". 
25 ნოემბერი 2017 – 14 დეკემბერი 2017

ფოტოგამოფენა „მოგზაურობებიდან"

25 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ლიტვური ფოტოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიტას ლუცკუსის გამოფენაზე სახელწოდებით „მოგზაურობებიდან".
16 ივნისი 2017 – 29 ივნისი 2017

მოქანდაკეების მერაბ მერაბიშვილისა და ომარ ელდაროვის ნამუშევრების ფოტოგამოფენა

2017 წლის 16 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება გამოჩენილი ქართველი და აზერბაიჯანელი მოქანდაკეების მერაბ მერაბიშვილისა და ომარ ელდაროვის ნამუშევრების ფოტოგამოფენა.     
09 ივნისი 2017 – 19 ივნისი 2017

ფოტოგამოფენა „ავდეევკა, 28.01/72"

2017 წლის 9 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში გაიმართება უკრაინელი ფოტოგრაფის, დიმიტრი მურავსკის ნამუშევრების გამოფენა „ავდეევკა, 28.01/72".     
05 ივნისი 2017 – 09 ივნისი 2017

ხალხი და ქუჩები – ბულგარეთი-საქართველო

2017 წლის 5 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „ხალხი და ქუჩები - ბულგარეთი-საქართველო".     
26 მაისი 2017 – 12 ივნისი 2017

შოთა რუსთაველი 850

2017 წლის 26 მაისიდან 12 ივნისამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაზე.  
18 მაისი 2017 – 18 მაისი 2018

მუზეუმის კვირეული: გამოფენა ,,XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“

2017 წლის 18 მაისიდან მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, გიწვევთ გამოფენაზე ,,XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი".  
18 დეკემბერი 2016 – 08 იანვარი 2017

ეტიკეტის ხელოვნება

2016 წლის 20 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ დავით სარაჯიშვილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე „ეტიკეტის ხელოვნება". 
14 დეკემბერი 2016 – 14 დეკემბერი 2017

მცხეთის მუზეუმის საგანძურის გამოფენა

2016 წლის 14 დეკემბრიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ მცხეთის მუზეუმის საგანძურის ექსპოზიციის გახსნაზე.   
28 ნოემბერი 2016 – 04 დეკემბერი 2016

ერთი კვირა ოთარ იოსელიანის სამყაროში

2016 წლის 28 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე "ერთი კვირა ოთარ იოსელიანის სამყაროში". გამოფენა ეძღვნება ოთარ იოსელიანის ფილმის "გიორგობისთვე" 50 წლის, საიუბილეო თარიღს.      
22 ნოემბერი 2016 – 25 ნოემბერი 2016

მე ვხატავ

2016 წლის 22 ნოემბერს, 17:00  საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „მე ვხატავ". 
06 ნოემბერი 2016 – 14 ნოემბერი 2016

ინსტალაცია ”ხვალ იქნება გუშინ”

2016 წლის 6 ნოემბერს, 17:00  საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ტატო ახალკაციშვილის ინსტალაციაზე სახელწოდებით "ხვალ იქნება გუშინ". ინსტალაცია გაიმართება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ,,არტისტერიუმი 9"-ს ფარგლებში. 
28 ოქტომბ. 2016 – 14 ნოემბერი 2016

თინა ბახტაძის ნამუშევრების გამოფენა

2016 წლის 28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ თინა ბახტაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე.    
28 ოქტომბ. 2016 – 06 ნოემბერი 2016

ფოტოგამოფენა ,,მუზეუმი ფოკუსში 2016"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი მასპინძლობს ფოტოგამოფენას "მუზეუმი ფოკუსში 2016". 
27 ოქტომბ. 2016 – 27 ოქტომბ. 2016

#MuseumInFocus2016

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე ერთი წელია ინსტაგრამზეა! ამასთან დაკავშირებით, 27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში ფოტოგამოფენა გაიმართება. 
27 სექტემბ. 2016 – 29 სექტემბ. 2020

ქვის ხანის საქართველო

2016 წლის 27 სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე სახელწოდებით ,,ქვის ხანის საქართველო". 
25 სექტემბ. 2016 – 28 თებერვ. 2017

კავკასიის ნამარხი ზღვის ძუძუმწოვრები

2016 წლის 25 სექტემბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენის ,,კავკასიის ნამარხი ძუძუმწოვრები" გახსნაზე. გამოფენა გაიმართება გურამ მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის "ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუცია" ფარგლებში. 
16 ივნისი 2016 – 17 დეკემბერი 2016

საქართველოს არქეოლოგია ახალი აღმოჩენების ფონზე

16 ივნისს 19:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე ,,საქართველოს არქეოლოგია ახალი აღმოჩენების ფონზე". გამოფენა გაიმართება საერთაშორისო კონფერენციის „მარილი, სპილენძი და ოქრო კავკასიაში - ადრეული სამთო საქმისა და მეტალურგიის წარმოშობა კავკასიაში" ფარგლებში.     
12 ივნისი 2016 – 20 აგვისტო 2016

მე ვხედავ თითებით

12 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ხელოვნების ცენტრი ,,ფოლიანტი" გიწვევთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში  გამოფენის გახსნაზე - ,,მე ვხედავ თითებით".  
10 მარტი 2016 – 10 მარტი 2031

ნუმიზმატიკური საგანძური

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ მუდმივმოქმედ გამოფენას ,,ნუმიზმატიკური საგანძური".   
21 დეკემბერი 2015 – 31 მარტი 2016

კავკასიური მოძრავი მუზეუმი

2015 წლის 21 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ პირველი ქართველი მესურათხატის, ალექსანდრე როინაშვილის სამუზეუმო ნივთების გამოფენას ,,კავკასიური მოძრავი მუზეუმი".   
17 ნოემბერი 2015 – 01 ივნისი 2016

ალექსანდრე ქართველი – ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

2015 წლის 17 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ალექსანდრე ქართველის ასოციაცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ უდიდესი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ გამოფენას. 
06 ოქტომბ. 2015 – 19 ოქტომბ. 2015

#მუზეუმიფოკუსში

მუზეუმი ახალ სოციალურ ქსელში ჩართვას გამოფენით აღნიშნავს. გამოფენაზე წარმოდგენილია ხუთი ახალგაზრდა ფოტოგრაფის Instagram ფოტოებს.
26 ივნისი 2015 – 31 ოქტომბ. 2015

ქართველები მეორე მსოფლიო ომში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე ,,ქართველები მეორე მსოფლიო ომში". გამოფენა ეძღვნება ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს.
03 მაისი 2015 – 14 მაისი 2015

KOLGA TBILISI PHOTO 2015 - საქართველოს მუზეუმი

2015 წლის 3 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი გიწვევთ KOLGA TBILISI PHOTO 2015-ის ფარგლებში გამოფენების გახსნაზე.
26 იანვარი 2015 – 28 აპრილი 2015

სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“

2015 წლის 26 იანვრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშის სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სინთეზური  ხელოვნება - მხატვრის წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი“.   
28 ნოემბერი 2014 – 15 იანვარი 2015

თბილისის თვითმმართველობა 1875–1917 წლებში

2014 წლის 28 ნოემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე სახელწოდებით ,,თბილისისთვითმმართველობა 1875-1917 წლებში".
07 ნოემბერი 2014 – 21 ნოემბერი 2014

სტამბოლი და პოეტური აბსტრაქციები

2014 წლის 7 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ცნობილი თურქი მხატვრის დევრიმ ერბილის გამოფენაზე სახელწოდებით ,,სტამბოლი და პოეტური აბსტრაქციები" .
19 ოქტომბ. 2014 – 04 ნოემბერი 2014

ბალანჩივაძეები

19 ოქტომბერს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი და ანდრია ბალანჩივაძის სახელობის საერთაშორისო ფონდი წარმოგიდგენთ გამოფენას ,,ბალანჩივაძეები".
20 სექტემბ. 2014 – 30 სექტემბ. 2014

საქართველოს დამფუძნებელი კრება: პოლიტიკური ბრძოლის ქრონიკა 1921-1978

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გიწვევთ გამოფენაზე „საქართველოს დამფუძნებელი კრება: პოლიტიკური ბრძოლის ქრონიკა 1921-1978". გამოფენა 20 სექტემბერს 17:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება.
23 დეკემბერი 2013 – 30 აპრილი 2015

დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი

2013 წლის 23 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გიწვევთ გამოფენასა და ფილმის ჩვენებაზე „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი".
07 ივნისი 2013 – 20 ივნისი 2013

ფოტოგამოფენა „ომო“

2013 წლის 7ივნისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი წარმოგიდგენთ ფოტოგრაფ მინდია მიდელაშვილის ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით ,,ომო".       
28 მაისი 2013 – 09 სექტემბ. 2016

ქართული იარაღ-საჭურველი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენაზე.
21 მაისი 2013 – 31 დეკემბერი 2016

ბუნების ისტორიის კოლექციების ექსპოზიცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ბუნების ისტორიის კოლექციების ექსპოზიციას.        
04 იანვარი 2013 – 15 თებერვ. 2013

საარქივო ფოტოები საქართველოს შესახებ 1908-1942

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ჟურნალი "NATIONAL GEOGRAPHIC" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით "საარქივო ფოტოები საქართველოს შესახებ - 1908-1942".
18 დეკემბერი 2012 – 24 დეკემბერი 2012

მრავალფეროვანი აბრეშუმის გზა

2012 წლის 18 დეკემბერს 18:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ ჩინეთის თანამედროვე ხელოვნების გამოფენას ,,მრავალფეროვანი აბრეშუმის გზა".
27 ნოემბერი 2012 – 16 დეკემბერი 2012

ლატვიური ნაციონალური სამოსის გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი 26 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით გიწვევთ ლატვიის ნაციონალური სამოსის გამოფენაზე. გამოფენა ეძღვნება ლატვიის დამოუკიდებლობის დღეს.
20 ოქტომბ. 2012 – 20 ნოემბერი 2012

რეკონსტრუქცია: კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა

2012 წლის 20 ოქტომბერს 17:00 საათზე ბრიტანეთის საბჭო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით ,,რეკონსტრუქცია: კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა''
19 სექტემბ. 2012 – 19 დეკემბერი 2012

სამუზეუმო კუნძული ბერლინში – თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის გოეთეს ინსტიტუტისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ორგანიზებული გამოფენა "სამუზეუმო კუნძული ბერლინში - თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა" წარმოგიდგენთ ამ ორ ქალაქში მდებარე მნიშვნელოვან ისტორიულ-სამუზეუმო ქსელს. გამოფენა მიზნად ისახავს იმ სირთულეებისა და ამოცანების  წარმოჩენას, რომლის წინაშეც დგას ბერლინისა და თბილისი მუზეუმები. კერძოდ, კოლექციების დაცვა, ინტერპრეტაცია და გამოფენა ახლადაშენებულ თუ ისტორიულ შენობებში.
29 ივნისი 2012 – 13 ივლისი 2012

დაკარგული ედემი

2012 წლის 29 ივნისს 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ კონსტანტინე მინდაძის გამოფენას სახელწოდებით "ინტოქსიკაცია და ინსპირირებული ერორები" - ნაწილი მეორე - "დაკარგული ედემი".  
14 მაისი 2012 – 22 სექტემბ. 2012

გერმანელები და ქართველები - შუა საუკუნეებიდან დღემდე

გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ასახავს და ფართო საზოგადოებას წარუდგენს გერმანელებსა და ქართველებს შორის არსებულ მჭიდრო და საუკუნოვან ურთიერთობებს. გამოფენის ნახვა შესაძლებელი იქნება 2012 წლის 22 სექტემბრამდე.  
01 მაისი 2012 – 27 მაისი 2012

საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ოცი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

  30 აპრილი ნიდერლანდების დედოფლის, მისი აღმატებულება ბეატრისის დაბადების დღეა. ეს დღე დედოფლის დღედაა გამოცხადებული. 1992წლის 22 აპრილს კი ნიდერლანდების სამეფომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკასთან და ორქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და კულტურულ ურთიერთობებს ჩაუყარა საფუძველი. საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად წარმოდგენილი გამოფენა ამ ორ თარიღს ეძღვნება.გამოფენისთვის შეირჩა XVII-XIX საუკუნეების ჰოლანდიური ფერწერის 22 ნიმუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისსაცავებიდან, რომლებიც სამუზეუმო კოლექციის საგანძურია.  
10 თებერვ. 2012 – 17 თებერვ. 2012

ინტეგრაციისკენ მიმავალი მრავალი გზა

ფოტო-გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ევროპელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული 50 ფოტო ნამუშევარი. გამოფენა ეძღვნება კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ხალხის სოციალ-ეკონომიკურ რეინტეგრაციას და ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტების მიერ წარმოქმნილ ახალ შესაძლებლობებს. 
22 ნოემბერი 2011 – 11 დეკემბერი 2011

სამი მეგობარი

  გამოფენა „სამი მეგობარი“ წარმოადგენს სამი ხელოვანის - ოთარ ვეფხვაძის (კერამიკა), ივარს ბუმბიერეს (მხატვრობა) და პეტერის მარტინსონის (კერამიკა) ხელოვნების ნიმუშების  შემოქმედებით შეხვედრას. აღნიშნული გამოფენა გამოხატავს მათი ნამუშევრების მიმართ ჟესტს  და სიყვარულს ორი შესანიშნავი ქვეყნის - ლატვიისა და საქართველოსი, რომელიც მათი მეგობრობისა და პატივსაცემის ნიშნად იმართება.  
15 სექტემბ. 2011 – 14 ოქტომბ. 2011

ქვევრის ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა

2011 წლის 15 სექტემბერს 19.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ ქვევრის ღვინის I საერთაშორისო სიმპოზიუმის და ქვევრის ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას. 
05 ივნისი 2011 – 05 ივნისი 2011

არქეოლოგიური საგანძური

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ  გამოფენას "არქეოლოგიური საგანძური". ექსპოზიციაზე გაეცნობით  საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ოქრომჭედლობის ნიმუშებს, რომლებიც წარმოაჩენს ქართული კულტურის განვითარების გზას ძვ.წ.აღ. III ათასწლეულიდან ახ.წ.აღ. IV საუკუნემდე.
18 მაისი 2009 – 24 მაისი 2009

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 150 ქვეყნის მუზეუმებში ამ დღეს ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვაღონისძიებები ეწყობა.საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ღირსშესანიშნავ თარიღს და საინტერესო კვირეულს გთავაზობთ.
18 აპრილი 2007 – 30 აპრილი 2007

გერხარდ რიხტერის გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (IFA) წარმოგიდგენთ გერმანელი მხატვრის გერხარდ რიხტერის გამოფენას. 2007 წლის 18 აპრილს 18.00 საათზე ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გერჰარდ რიხტერის გამოფენასთან დაკავშირებით მოხსენებას წაიკითხავს დიტმარ ელგერი, გერჰარდ რიხტერის ბიოგრაფი, 1984-1985 წწ. გერჰარდ რიხტერის მდივანი, ხოლო 2006 წლიდან გერჰარდ რიხტერის არქივის ხელმძღვანელი დრეზდენის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში.    
02 მაისი 2006 – 02 ივნისი 2006

ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები: XVIII-XX სს. ხალიჩა-ფარდაგები

2006 წლის 2 მაისს 18.00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი გიწვევთ ხალიჩა-ფარდაგების უნიკალური კოლექციის გამოფენაზე.        
11 მარტი 2005 – 11 მარტი 2006

ოქრომრავალი კოლხეთი - მითი და რეალობა

2005 წლის 11 მარტს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით „ოქრომრავალი კოლხეთი - მითი და რეალობა". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ვანში 2004 წელს აღმოჩენილი სამარხის ინვენტარი. სამარხი ძვ.წ IV საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება.
14 დეკემბერი 2017

საერთაშორისო კონფერენცია: „საერთო მემკვიდრეობა კულტურათაშორისი დიალოგისა და განვითარებისათვის"

2017 წლის 14 დეკემბერს, 10:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „საერთო მემკვიდრეობა კულტურათაშორისი დიალოგისა და განვითარებისათვის", რომელიც ეძღვნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი გერმანელების დასახლებების გაჩენის 200 წლის იუბილეს. 
08 დეკემბერი 2017

საერთაშორისო კონფერენცია „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა"

8 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა". 
16 ნოემბერი 2017

ბორის კუფტინის დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება აკადემიკოს ბორის კუფტინის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. 
15 ნოემბერი 2017

„ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი" - წიგნის პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ წიგნის პრეზენტაციაზე - „ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი". 
03 ნოემბერი 2017

ივანე მენთეშაშვილის წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით “კარდინალი რიშელიე“

2017 წლის 3 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ივანე მენთეშაშვილის წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით „კარდინალი რიშელიე".   
01 ნოემბერი 2017

თანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. 
01 ნოემბერი 2017

ჰეიდემარ და გუნტრამ კოხების საჩუქარი ეროვნული მუზეუმის ბიბლიოთეკას

ცნობილმა გერმანელმა მეცნიერებმა, მარბურგის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჰეიდემარ და გუნტრამ კოხებმა მუზეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს შუა საუკუნეების ხელოვნებასა და ბიზანტიის ისტორიასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი გამოცემები. 
25 ოქტომბერი 2017

კომუნიზმი 100 წლის გადასახედიდან

2017 წლის 25 ოქტომბერს, 17:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენასა და მის თანმხლებ დისკუსიაზე „კომუნიზმი 100 წლის გადასახედიდან". 
12 ოქტომბერი 2017

დიმიტრი თუმანიშვილის ლექცია: „გიორგი ჩუბინაშვილი ˗˗ სამუზეუმო მოღვაწე“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აგრძელებს ლექციათა ციკლს „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები". 2017 წლის 12 ოქტომბერს, 16:00 საათზე ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება დიმიტრი თუმანიშვილის ლექცია „გიორგი ჩუბინაშვილი ˗˗ სამუზეუმო მოღვაწე".     
09 ოქტომბერი 2017

სამეცნიერო კონფერენცია

2017 წლის 9-10 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ინიციატივით, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის და უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II აღსაყდრებიდან ორმოცი წლის იუბილეს ეძღვნება.                     
30 სექტემბერი 2017

ფილიპ დე მონტებელოს ლექცია „ხელოვნების მუზეუმის დაბადება და ევოლუცია"

30 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ ფილიპ დე მონტებელოს ლექციაზე „ხელოვნების მუზეუმის დაბადება და ევოლუცია". 
26 სექტემბერი 2017

CIDOC 2017 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამუზეუმო დოკუმენტაცია: წარსული, აწმყო, მომავალი...

2017 წლის 26-29 სექტემბერს თბილისში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,სამუზეუმო დოკუმენტაცია: წარსული, აწმყო, მომავალი..." 
24 სექტემბერი 2017

მეცნიერების და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2017

საქარველოს ეროვნული მუზეუმის პროგრამა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2017-ის ფარგლებში. 
21 სექტემბერი 2017

თეკლა იაშაღაშვილის ლექცია" ლუვრის ნარატივები - როგორ იქმნება ეროვნული იდენტობა მსოფლიო მუზეუმში"

2017 წლის 21 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ კემბრიჯის მაგისტრანტის, თეკლა იაშაღაშვილის ლექციაზე ლუვრის ნარატივები - როგორ იქმნება ეროვნული იდენტობა მსოფლიო მუზეუმში". 
09 სექტემბერი 2017

პოლონურ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია

2017 წლის 9 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პოლონურ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის", ასევე ადამ მიცკევიჩის ეპიკური პოემის „პან თადეოზის" უნიკალური მინიატურული გამოცემისა და ვარშავის უნივერსტიტეტის ქართველოლოგიური ჟურნალის „პრო გეორგიას" პრეზენტაცია.  
29 აგვისტო 2017

მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

2017 წლის 29 აგვისტოს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.  
11 ივლისი 2017

ლექცია ,,არქეობოტანიკური კვლევა კომერციული გამოყენებისთვის"

2017 წლის 11 ივლისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პოლონელი მეცნიერის, არქეობოტანიკოსის ალდონა  მულერ-ბიენიეკის მოხსენება ,,არქეობოტანიკური კვლევა კომერციული გამოყენებისთვის".    
24 ივნისი 2017

ტრენინგი თემაზე ,,ინკლუზიური პროგრამები მუზეუმებში - ინკლუზიური მუზეუმი"

24-26 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდა რეგიონული ტრენინგი თემაზე ,,ინკლუზიური პროგრამები მუზეუმებში - ინკლუზიური მუზეუმი".  
22 ივნისი 2017

ლელა წიწუაშვილის ლექცია: იუდაიზმი მსოფლიო კულტურაში

2017 წლის 22 ივნისს, 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დროებითი გამოფენების კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის - ლელა წიწუაშვილის ლექცია „იუდაიზმი მსოფლიო კულტურაში და ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში".      
15 ივნისი 2017

იზოლდა მელიქიშვილის ლექცია ,,ქართული საეკლესიო და საერო ნაქარგობის ისტორიისათვის``

2017 წლის 15 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილების ასისტენტ-კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის - იზოლდა მელიქიშვილის ლექცია „ქართული საეკლესიო და საერო ნაქარგობის ისტორიისათვის."    
12 ივნისი 2017

აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის საიუბილეო წელი

2017 წლის 12 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა.   
12 ივნისი 2017

ბარსელონას მთავარი არქიტექტორის ლექცია „მომავლის ქალაქის პროტოტიპირება"

2017 წლის 12 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ესპანელი არქიტექტორის ვისენტე გუაიარტის ლექცია „მომავლის ქალაქის პროტოტიპირება". 
09 ივნისი 2017

შოთა რუსთაველი 850 − შეხვედრა გურამ ახალაიასთან

9 ივნისს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი  გამართავს შეხვედრას ბატონ გურამ ახალაიასთან. შეხვედრის პირველ ნაწილში თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტები წაიკითხავენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან", შემდეგ კი  თავად ბატონი გურამი ისაუბრებს ამ უნიკალური კოლექციის შესახებ.    
02 ივნისი 2017

ივანე მენთეშაშვილის ლექცია: „დემოკრატიული საქართველო დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ გეგმებში (1918-1921 წწ.)“

2017 წლის 2 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ივანე მენთეშაშვილის საჯარო ლექცია „დემოკრატიული საქართველო დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ გეგმებში (1918-1921 წწ.)".     
30 მაისი 2017

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმს შორის

2017 წლის 30 მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმს შორის. 
25 მაისი 2017

ნიკოლოზ წიქარიძის მოხსენება: „Homo-ს გვარის მოკლე ისტორია პალეოანტროპოლოგიაში მიმდინარე დებატების ფონზე"

2017 წლის 25 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება ნიკოლოზ წიქარიძის მოხსენება: „Homo-ს გვარის მოკლე ისტორია პალეოანტროპოლოგიაში მიმდინარე დებატების ფონზე". 
18 მაისი 2017

მუზეუმის კვირეული: კლასიკური მუსიკის საღამო მუზეუმის ეზოში

ბახის, მოცარტის, ბრიტენის, პიაცოლას, პაგანინის, პროკოფიევის, მილერის, ჩაპლინისა და ყანჩელის ნაწარმოებები მუზეუმის ეზოში აჟღერდება. მუზეუმის საერთაშორისო დღეს, 18 მაისს, 19:30 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი" და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ კლასიკური მუსიკის საღამოზე.    
18 მაისი 2017

ანა მგელაძის ლექცია „ადამიანის ადგილი სიცოცხლის ევოლუციის პროცესში"

2017 წლის 18 მაისს, 17:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება ანა მგელაძის ლექცია „ადამიანის ადგილი სიცოცხლის ევოლუციის პროცესში". 
04 მაისი 2017

ნანა ბურჭულაძის ლექცია: „ძველი ქართული ხატები უცხოეთის საცავებში"

2017 წლის 4 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება ნანა ბურჭულაძის ლექცია: „ძველი ქართული ხატები უცხოეთის საცავებში".     
29 აპრილი 2017

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფილმების კინოფესტივალი

2017 წლის 29-30 აპრილს, საქართველო-არგენტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფილმების კინოფესტივალი.    
26 აპრილი 2017

2016 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სესია

2017 წლის 26 აპრილიდან წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის 2016 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილ სესიას.    
20 აპრილი 2017

ნინო ჩიხლაძის ლექცია: „შუა საუკუნეების ქართულ ეკლესიათა მოხატული კანკელები“

2017 წლის 20 აპრილს, 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ნინო ჩიხლაძის ლექცია: „შუა საუკუნეების ქართულ ეკლესიათა მოხატული კანკელები".     
13 აპრილი 2017

ნინო კალანდაძის ლექცია: „ანანაურის N3 დიდი ყორღანი: ინტერდისციპლინარული კვლევა და რესტავრაცია"

2017 წლის 13 აპრილს, 16:00 საათზე ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები"ფარგლებში, გაიმართება ნინო კალანდაძის ლექცია: „ანანაურის N3 დიდი ყორღანი: ინტერდისციპლინარული კვლევა და რესტავრაცია". 
06 აპრილი 2017

ზურაბ მახარაძის ლექცია: „ანანაურის დიდი ყორღანი N 3”

2017 წლის 6 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება ზურაბ მახარაძის ლექცია: „ანანაურის დიდი ყორღანი N 3".     
30 მარტი 2017

ლექცია: გვიანელინისტური და რომაული სუფრის ჭურჭელი

30 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება მოსკოვის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგის დენის ჟურავლოვის ლექცია ,,გვიანელინისტური და რომაული სუფრის ჭურჭელი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში'' 
29 მარტი 2017

კოლუმბიის პირველი კინოფესტივალი თბილისში

2017 წლის 29-31 მარტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს კოლუმბიის კვირეულს საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა და კოლუმბიური ფილმების ჩვენება.    
23 მარტი 2017

იულონ გაგოშიძის ლექცია: „საქართველო და ირანი”

იულონ გაგოშიძის ლექცია „საქართველო და ირანი" 2017 წლის 23 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები'' ფარგლებში, გაიმართება იულონ გაგოშიძის ლექცია - „საქართველო და ირანი".     
16 მარტი 2017

ჯიმშერ ჩხვიმიანის ლექცია დმანისის ნაქალაქარის შესახებ

2017 წლის 16 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები'' ფარგლებში, გაიმართება ჯიმშერ ჩხვიმიანის ლექცია: „შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, ეთნიკური და კონფესიური სტრუქტურის საკითხები ნაქალაქარ დმანისის მაგალითზე".
15 მარტი 2017

არქეოლოგიური ოთხშაბათობები 2017

2017 წლის 15 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი და მუზეუმის არქეოლოგიის მიმართულების სამეცნიერო საბჭო გიწვევთ გაფართოებულ სხდომა-კონფერენციებზე - ,,არქეოლოგიური ოთხშაბათობები".         
09 მარტი 2017

ერმილე მაღრაძის ლექცია „ადრეანტიკური პერიოდის კოლხურ საოქრომჭედლო სკოლათა სისტემა, როგორც ერთ-ერთი წინაპირობა შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის განვითარებისა”.

2017 წლის 9 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები'' ფარგლებში, გაიმართება ერმილე მაღრაძის ლექცია: „ადრეანტიკური პერიოდის კოლხურ საოქრომჭედლო სკოლათა სისტემა, როგორც ერთ-ერთი წინაპირობა შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის განვითარებისა".    
02 მარტი 2017

ლექცია ,,კოლხეთი – მითის პირველწყარო’’

2017 წლის 2 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები'' ფარგლებში, გაიმართება ნინო ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია „კოლხეთი - მითის პირველწყარო". 
28 თებერვალი 2017

ვანის ანტიკური ნაქალაქარი - გუშინ, დღეს, ხვალ

28 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარემ, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია „ვანის ანტიკური ნაქალაქარი - გუშინ, დღეს, ხვალ".    
24 თებერვალი 2017

ემილი ბერლიოზის ლექცია

2017 წლის 24 თებერვალს, 11:30  საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ ლექციაზე ,,ნამარხი ირმის Eucladoceros ctenoides კბილების მიკრო ცვეთის ტექსტურული ანალიზი: კლიმატური ცვლილებები ევროპის ადრე პლეისტოცენში".
23 თებერვალი 2017

ვალერი ასათიანის ლექცია „ანტიკური კულტურა და საქართველო“

2017 წლის 23 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პროფესორი ვალერი ასათიანის ლექცია: „ანტიკური კულტურა და საქართველო".  
31 იანვარი 2017

ალბომ-კალენდრის „ჯვარი და ვაზი“ პრეზენტაცია

2017 წლის 31 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება 2017 წლის ალბომ-კალენდრის „ჯვარი და ვაზი - ძველი საქართველოს ხატები და ფრესკები" პრეზენტაცია. გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. 
26 იანვარი 2017

ლექცია „საბერძნეთის პრეისტორია – პალეოლითი, მეზოლითი და ნეოლითი’’

2017 წლის 26 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორ ნიკოს ეფსტრატიოს (Nikos Efstratiou) ლექცია „საბერძნეთის პრეისტორია - პალეოლითი, მეზოლითი და ნეოლითი (100.000-6.000 BP)". 
24 იანვარი 2017

სამეცნიერო სესია ,,უფლისციხე 60’’

2017 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდა დ. ხახუტაიშვილის 93 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია "უფლისციხე 60".     
27 დეკემბერი 2016

ლექციათა ციკლი „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" - ვალერი ასათიანი

2016 წლის 27 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში გაიმართება პროფესორი ვალერი ასათიანის ლექცია.     
20 დეკემბერი 2016

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის

2016 წლის 20 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორს გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.     
17 დეკემბერი 2016

შეხვედრა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის (იმსა) წარმომადგენლებთან

2016 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტმა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციას (იმსა) უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ისტორიის მასწავლებელმა. შეხვედრის დროს საგანმანათლებლო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ისტორიის მასწავლებლებს გააცნეს სამუზეუმო კოლექციები, ახალი გამოფენები და სამუზეუმო განათლების სპეციფიკა. 
15 დეკემბერი 2016

საჯარო ლექცია ,,ურბანული გარემოს გამოწვევები იუნესკოს ჩარჩოში - ისტორიული ურბანული ლანდშაფტის პარადიგმები``

2016 წლის 15 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ არქიტექტორ პამელა ჯერომის საჯარო ლექციაზე ,,ურბანული გარემოს გამოწვევები იუნესკოს ჩარჩოში: ისტორიული ურბანული ლანდშაფტის პარადიგმები''. 
12 დეკემბერი 2016

წიგნის „ნაპოლეონი" პრეზენტაცია და საჯარო განხილვა

2016 წლის 12 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ ივანე მენთეშაშვილის წიგნის „ნაპოლეონი" პრეზენტაცია და საჯარო განხილვა. 
08 დეკემბერი 2016

წიგნის პრეზენტაცია „ანანაურის დიდი ყორღანი 3“

2016 წლის 8 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ წიგნის „ანანაურის დიდი ყორღანი 3" პრეზენტაციაზე. 
07 დეკემბერი 2016

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის

2016 წლის 7 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. 
02 დეკემბერი 2016

ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია: ”სტალინის კულტი - საქართველო - მუზეუმი. რამდენიმე შენიშვნა საბჭოთა წარსულის გააზრებისთვის”

2016 წლის 2 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია "სტალინის კულტი - საქართველო - მუზეუმი. რამდენიმე შენიშვნა საბჭოთა წარსულის გააზრებისთვის".    
01 დეკემბერი 2016

”ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა”

2016 წლის 1 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლას" უმასპინძლა. ისტორიის შესწავლის თანამედროვე ტენდენციების და მოვლენების გლობალურ კონტექსტში დანახვის მნიშვნელობის შესახებ   „ნორჩ ისტორიკოსებს" საქართველოს ეროვნული მუზეუმის  გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის წევრებმა კი მათ  მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები და ახალი გამოფენა - „ქვის ხანის საქართველო" გააცნეს. 
24 ნოემბერი 2016

ნეკრესის დიდი ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევისა და რეაბილიტაციის პროგრამის საჯარო განხილვა

2016 წლის 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდება ნეკრესის დიდი ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევისა და რეაბილიტაციის პროგრამის საჯარო განხილვა. 
16 ნოემბერი 2016

ჟერარდ გერლინსკის ლექცია ,,დინოზავრის ნაკვალევის კვლევა"

2016 წლის 16 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ჟერარდ გერლინსკის ლექცია ,,დინოზავრის ნაკვალევის კვლევა".
09 ნოემბერი 2016

წიგნის პრეზენტაცია ,,ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921"

2016 წლის 9 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება იელის უნივერსიტეტის პროფესორის, ფირუზ ქაზემზადეს წიგნის ,,ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921" ქართული თარგმანის პრეზენტაცია. 
08 ნოემბერი 2016

საჯარო ლექცია "ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის ინსტრუმენტი და მუზეოლოგია"

2016 წლის 8 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება რობერტ ვან ვორენის საჯარო ლექცია "ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის ინსტრუმენტი და მუზეოლოგია". 
07 ნოემბერი 2016

სამეცნიერო სესია ,,უძველესი ლანდშაფტის რეკონსტრუქცია”

2016 წლის 7 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ირინა შატილოვას 85 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია ,,უძველესი ლანდშაფტის რეკონსტრუქცია".    
25 ოქტომბერი 2016

ლექცია და წიგნის პრეზენტაცია ,,ქართული ხატები"

2016 წლის 25 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში შედგება  ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორის, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძის ლექცია და წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით ,,ქართული ხატები". 
11 ოქტომბერი 2016

საჯარო ლექცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საგანგებო სიტუაციების დროს“

11 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის, მანანა თევზაძის საჯარო ლექციაზე „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საგანგებო სიტუაციების დროს". 
07 ოქტომბერი 2016

EUSTORY History Camp საქართველოში

2016 წლის 7 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება EUSTORY History Camp-ის ორგანიზებული პროექტის „გაერთიანებულნი თუ დაყოფილნი? ნაციონალური იდენტობა ევროპაში"  დახურვის ცერემონია.     
29 სექტემბერი 2016

გურამ მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუციის შესახებ

2016 წლის 29-30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს გურამ მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციას ზღვის ძუძუმწოვრების შესახებ. 
25 სექტემბერი 2016

ლექცია ,,უკან წყალში: ზღვის ძუძუმწოვართა ევოლუცია"

2016 წლის 25 სექტემბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ფოიეში გიწვევთ დოქტორ პაველ გოლდინის ლექციაზე "უკან წყალში: ზღვის ძუძუმწოვართა ევოლუცია". ლექცია ჩატარდება გურამ მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის "ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუცია" ფარგლებში. 
21 სექტემბერი 2016

ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენცია: "Homo erectus-ის 100+25 წელი: დმანისი და მის მიღმა"

2016 წლის 21-24 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მეცნიერებისა და ინოვასიცების ფესტივალის ფარგლებში მასპინძლობს საერთაშორისო ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენცია „Homo erectus-ის 100+25 წელი: დმანისი და მის მიღმა".     
20 სექტემბერი 2016

დონალდ ჯოჰანსონის საჯარო ლექცია ,,ადამიანის ევოლუცია”

2016 წლის 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში გიწვევთ დონალდ ჯოჰანსონის ლექციაზე ,,ადამიანის ევოლუცია".     
18 სექტემბერი 2016

,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები" საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

16-18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება. 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.     
16 ივნისი 2016

საერთაშორისო კონფერენცია „მარილი, სპილენძი და ოქრო კავკასიაში - ადრეული სამთო საქმისა და მეტალურგიის წარმოშობა კავკასიაში"

2016 წლის 16-19 ივნისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მარილი, სპილენძი და ოქრო კავკასიაში - ადრეული სამთო საქმისა და მეტალურგიის წარმოშობა კავკასიაში". 
30 მაისი 2016

საჯარო ლექცია ,,გამოფენის მოწყობა მუზეუმში"

30 მაისს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ამერიკელი სპეციალისტის ალან კნეზევიჩის საჯარო ლექცია „გამოფენების მოწყობა მუზეუმში".
13 მაისი 2016

ჩინგიზ ფარზალიევის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოება

2016 წლის 13 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართა აზერბაიჯანის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიის კათედრის გამგის, პროფესორ ჩინგიზ ფარზალიევის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოების ცერემონია. მას ჯილდო გადაეცა ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.      
25 აპრილი 2016

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრის 2015 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სესია

2016 წლის 25 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქოლოგიის ცენტრის 2015 წლის საველე–არქეოლოგიური კვლევა–ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სესია.  
19 აპრილი 2016

პროგრამა ,,ცის მიზიდულობა"

2016 წლის 19 აპრილს 13:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა ,,ცის მიზიდულობა". პროგრამა შეიქმნა უდიდესი გამომგონებლის ალექსანდრე ქართველის გამოფენის ფარგლებში.   
15 აპრილი 2016

საჯარო ლექცია ,,ძველი ქართული სამკაული"

2016 წლის 15 აპრილს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ნინო ლორთქიფანიძე წაიკითხავს ლექციას ,,ძველი ქართული სამკაული".  
06 აპრილი 2016

გურამ მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუციის შესახებ

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აწყობს სიმპოზიუმს, რომელიც ეძღვნება მსოფლიოში აღიარებული ქართველი ზღვის ძუძუმწოვრების პალეონტოლოგის - ბატონი გურამ მჭედლიძის (1931-2009) 85 წლის იუბილეს.     
01 აპრილი 2016

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ჩინეთის სასახლის მუზეუმს შორის

2016 წლის 1 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ჩინეთის სასახლის მუზეუმს შორის.       
16 მარტი 2016

არქეოლოგიური ოთხშაბათობები

2016 წლის 16 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი და მუზეუმის არქეოლოგიის მიმართულების სამეცნიერო საბჭო გიწვევთ გაფართოებულ სხდომა-კონფერენციებზე - ,,არქეოლოგიური ოთხშაბათობები".       
11 მარტი 2016

ლექცია ,,უახლოესი მომავალი დანახული შორეული წარსულიდან - გლობალური გამოწვევები და საქართველოს პერსპექტივა".

2016 წლის 11 მარტს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ არქეოლოგ მიხეილ აბრამიშვილის საჯარო ლექციაზე ,,უახლოესი მომავალი დანახული შორეული წარსულიდან - გლობალური გამოწვევები და საქართველოს პერსპექტივა". 
10 მარტი 2016

ქეთი კაპანაძის წიგნის პრეზენტაცია – "What is love?"

2016 წლის 10 მარტს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ქეთი კაპანაძის მონოგრაფიის "What is love?" პრეზენტაცია.    
24 თებერვალი 2016

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია

არქეოლოგ იულონ გაგოშიძის 80 წლისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმისახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია. 24 - 25 თებერვალი, 2016    
02 თებერვალი 2016

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის

2016 წლის 2 თებერვალს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. 
30 ნოემბერი 2015

ცნობილი გერმანელი მეცნიერის ლექცია „კულტურათა კავშირი: ჰომინიდი, ადამიანი და მუზეუმი"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აგრძელებს საჯარო ლექციების ციკლს მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერების მონაწილეობით და გთავაზობთ ფრანქფურტის ზენკენბერგის მუზეუმის წამყვანი მეცნიერის, პროფესორ ფრიდმან შრენკის საჯარო ლექციას „კულტურათა კავშირი: ჰომინიდი, ადამიანი და მუზეუმი". 
27 ნოემბერი 2015

დევიდ ფლემინგის ლექცია „მუზეუმების სოციალური როლი"

2015 წლის 27 ნოემბერს 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში  რეგიონული ვორქშოფის ფარგლებში წამყვანი სამუზეუმო ექსპერტი, ლივერპულის ეროვნული მუზეუმების გენერალური დირექტორი, ევროპის მუზეუმების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის მუზეუმების ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი დევიდ ფლემინგი გამართავს საჯარო ლექციას „მუზეუმების სოციალური როლი". 
14 ნოემბერი 2015

დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების პრეზენტაცია

2015 წლის 14 ნოემბერს 16:00 საათზე „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში გაიმართება ცნობილი ამერიკელი პალეო-არტისტის, ჯონ ანტონი გურჩის მიერ დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების საზეიმო პრეზენტაცია. 
07 ნოემბერი 2015

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მუზეუმების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები"

2015 წლის 7-9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მუზეუმების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები". 
06 ოქტომბერი 2015

#მუზეუმიფოკუსში - საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე Instagram-ზეა

6 ოქტომბერს 19:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში გიწვევთ ეროვნული მუზეუმის Instagram გვერდის ოფიციალურ პრეზენტაციასა და ფოტოგამოფენაზე. 
22 სექტემბერი 2015

მშვიდობის საერთაშორისო დღე მუზეუმში

22 სექტემბერს 15:00 საათზე მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმი ატარებს აქციას ომის შედეგად დაზარალებული ბავშვებისათვის და სთავაზობს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას ,,მშვიდობის საერთაშორისო დღე მუზეუმში".
01 ივნისი 2015

თურქი საბავშვო მწერლისა და ქართველი მოსწავლეების შეხვედრა მუზეუმში

2015 წლის 1 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში თურქეთის საელჩოსა და თბილისის თურქული კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.      
30 აპრილი 2015

ქართულ-გერმანული თანამშრომლობა გრძელდება

2015 წლის 30 აპრილს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმის ჩვენება - "ველური და საოცარი ასმათის ტომი: კანიბალები ახალ გვინეაში", რომელიც ახალი გვინეის აბორიგენი მოსახლეობის ცხოვრების წესზე, რწმენა-წარმოდგენებზე, რიტუალებსა და კულტურაზე მოგვითხრობს.
25 მარტი 2015

გაფართოებული სხდომა–კონფერენციები ,,არქეოლოგიური ოთხშაბათობები"

25 მარტიდან 22 აპრილის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიის ცენტრი და მუზეუმის არქეოლოგიის მიმართულების სამეცნიერო საბჭო გიწვევთ  გაფართოებულ  სხდომა-კონფერენციებზე ,,არქეოლოგიური ოთხშაბათობები".        
14 მარტი 2015

”კინო სივრცე” საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს არასამთავრობო ორგანიზაციას "კინო სივრცე" (Film Space),  რომელიც ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს. 
26 თებერვალი 2015

„მუზეუმი - 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო ცენტრი’’– საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჰარვარდის განათლების სკოლას მასპინძლობს

26 თებერვალს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჰარვარდის განათლების სკოლის პროექტის Project Zero და ფონდ The Abundance Foundation, საქართველოში ჰარვარდის კლუბისა და National Geographic საქართველოს თანამონაწილეობით წარმოგიდგენთ საჯარო პრეზენტაციას თემაზე მუზეუმი 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო ცენტრი".
14 თებერვალი 2015

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის სტუმრობა ეროვნულ მუზეუმში

2015 წლის 14 თებერვალს აშშ-ის კონგრესის დელაგაცია კონგრესმენ პოლ რაიანის, ვიცე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა. გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ კონგრესის დელეგაციას მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერებინა. აშშ-ის წარმომადგენლობითი დელეგაცია თბილისში, აზიაში საქმიანი ვიზიტის წინ შეჩერდა. მათ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
14 თებერვალი 2015

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის სტუმრობა ეროვნულ მუზეუმში

2015 წლის 14 თებერვალს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ნორბერტ ლამერტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა. გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მას მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერებინა. 
09 თებერვალი 2015

„მოგზაურობა და მეხსიერება“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, National Geographic საქართველო და კომპანია „სილქნეტი" წარმოგიდგენთ საზოგადოება National Geographic-ის  წევრისა და მწერლის პოლ სალოპეკის ლექციას „მოგზაურობა და მეხსიერება".  
10 დეკემბერი 2014

პროფესორ სტეფან ბატიუკის საჯარო ლექცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ,,ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაცია" ფარგლებში 10 და 11 დეკემბერს წარმოგიდგენთ ტორონტოს უნივერსიტეტის ახლო და შუა აღმოსავლეთის ცივილიზაციათა დეპარტამენტის და არქეოლოგიის ცენტრის მკვლევარის, პროფესორ სტეფან ბატიუკის საჯარო ლექციებს  
13 ნოემბერი 2014

ერმიტაჟი - დოკუმენტური ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

2014 წლის 13 ნოემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ რეჟისორ ვახტანგ მიქელაძის მიერ ერმიტაჟის მუზეუმის შესახებ 2014 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე.
03 ნოემბერი 2014

,,საქართველოს ილუსტრირებული ისტორია” - პირველი ტომის პრეზენტაცია

2014 წლის 3 ნოემბერს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამომცემლობა ,,პალიტრა L"-ის წიგნის ,,საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" პირველი ტომის პრეზენტაცია გაიმართა.
24 ოქტომბერი 2014

წიგნის „Власть и герой. Наполеон Бонапарт“ საჯარო განხილვა

2014 წლის 24 ოქტომბერს 16:00  საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ პროფესორ ივანე მენთეშაშვილის წიგნის  „Власть и герой. Наполеон Бонапарт" საჯარო განხილვაზე.
22 სექტემბერი 2014

ICOM/ICAMT-ის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია

ICOM/ICAMT-ისა (არქიტექტურისა და სამუზეუმო ტექნიკის საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 22-26 სექტემბერს წარმოგიდგენთ ICOM/ICAMT-ის მე-40 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „მუზეუმ-ნაკრძალები - ისტორიის სათავეებთან".
05 სექტემბერი 2014

ბრიტანელი არქეოლოგის მაიკლ ვიკერსისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

2014 წლის 5 სექტემბერს 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული  მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება ცნობილ ბრიტანელ არქეოლოგს -პროფესორ მაიკლ ვიკერსს.
04 ივლისი 2014

„ევროპული კვლევები: მიკროსამყარო, ნეიროიმუნოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა“

2014 წლის 4 ივლისს 22:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობართა საზოგადოება და „National Geographic საქართველო" წარმოგიდგენთ ქართველი მეცნიერების გია დვალის,ზაზა კოკაიასა და  დავით ლორთქიფანიძის ერთობლივ ლექციას „ევროპული კვლევები: მიკროსამყარო, ნეიროიმუნოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა".
01 ივლისი 2014

30 წელი ტიმ სევერინის ექსპერიმენტის „იასონის მოგზაურობის” შემდეგ

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 30 წლის შემდეგ, კვლავ მასპინძლობს ცნობილ ირლანდიელ მწერალსა და მოგზაურს ტიმ სევერინს. 2014 წლის 1 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და „National Geographic საქართველო" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ ღონისძიებას- 30 წელი ტიმ სევერინის ექსპერიმენტის „იასონის მოგზაურობის" შემდეგ.
16 ივნისი 2014

როტშილდის ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

16 ივნისს საქართველოში ვიზიტით მყოფ როტშილდის ფონდის წარმომადგენლები სოფი ჰირთსი და ჯეკ ლოჰმანსი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.
05 ივნისი 2014

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებთ 13:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და National Geographic საქართველო წარმოგიდგენთ:
03 ივნისი 2014

მოხსენება ,,ხობის მონასტრის არქეოლოგიისათვის"

3 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში რევაზ პაპუაშვილმა და გოგიტა ჩიტაიამ წაიკითხეს მოხსენება - ,,ხობის მონასტრის არქეოლოგიისათვის".
22 აპრილი 2014

ლუის ბუნუელი და მექსიკა

22 აპრილს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენის "მექსიკის ხელოვნება-აღქმის მრავალფეროვნება" ფარგლებში გიწვევთ ფილმის ჩვენება-დისკუსიაზე. ნაჩვენები იქნება ლუის ბუნუელის ფილმი "დავიწყებულები" (1950).
03 აპრილი 2014

საჯარო ლექცია - საქართველოს არქეოლოგია და რელიგიური რწმენა-წარმოდგენები ქრისტიანობის შემოსვლამდე

2014 წლის 3 აპრილს 15 საათზე მოხსენებას სახელწოდებით „საქართველოს არქეოლოგია და რელიგიური რწმენა-წარმოდგენები ქრისტიანობის შემოსვლამდე" წაიკითხავს ნინო ლორთქიფანიძე, მეცნიერებათა დოქტორი, ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი.
27 მარტი 2014

საჯარო ლექცია - ძველი საქართველო და ანტიკური სამყარო

2014 წლის 27 მარტს 15:00 საათზე მოხსენებას სახელწოდებით „ძველი საქართველო და ანტიკური სამყარო" წაიკითხავს ქალბატონი დარეჯან კაჭარავა, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ფონდების კონსერვატორი.
26 მარტი 2014

არქეოლოგიური საუბრები

26 მარტიდან - 23 აპრილის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი და მუზეუმის არქეოლოგიის სამეცნიერო საბჭო გიწვევთ გაფართოებულ სხდომა-კონფერენციებზე - ,,არქეოლოგიური ოთხშაბათობები”.
20 მარტი 2014

საჯარო ლექცია ,,ანტიკური პერიოდის არტეფაქტები და მათი კავშირი შუა საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიასთან”

2014 წლის 20 მარტს 15:00 საათზე მოხსენებას სახელწოდებით „ანტიკური პერიოდის არტეფაქტები და მათი კავშირი შუა საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიასთან" წაიკითხავს  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და რესტავრატორი, ბატონი ერმილე მაღრაძე.
13 მარტი 2014

საჯარო ლექცია ,,უძველესი თბილისი და არქეოლოგიური კვლევა-ძიებების შედეგები”

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს. 2014 წლის 13 მარტს 15 საათზე მოხსენებას სახელწოდებით ,,უძველესი თბილისი და არქეოლოგიური კვლევა-ძიებების შედეგები", წაიკითხავს მიხეილ აბრამიშვილი, ეროვნული მუზეუმის კურატორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
20 თებერვალი 2014

საჯარო ლექცია „არის თუ არა საქართველო კულტურული ხორბლისა და ვაზის სამშობლო"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს. 2014 წლის 20 თებერვალს 15 საათზე მოხსენებას სახელწოდებით „არის თუ არა საქართველო კულტურული ხორბლისა და ვაზის სამშობლო" წაიკითხავს ნანა რუსიშვილი, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერთანამშრომელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პალეობოტანიკოსი.
13 თებერვალი 2014

საჯარო ლექციათა ციკლი – ექვთიმე თაყაიშვილი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 2014 წლის 7 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით გთავაზობთ საჯარო ლექციათა ციკლს.
07 თებერვალი 2014

საჯარო ლექცია - ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს. 2014 წლის 7 თებერვალს 15 საათზე პირველ მოხსენებას სახელწოდებით ,,ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა"  წაიკითხავს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, ანთროპოლოგიის დოქტორი მერაბ მიქელაძე.  
04 თებერვალი 2014

შეხვედრა ისტორიის მასწავლებლებთან

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციას შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში 2014 წლის 4 თებერვალს სიმონ ჯანაშიას სახელობის  საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა ასოციაციის წევრი მასწავლებლებისა და ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელთა შეხვედრა.
23 იანვარი 2014

საქართველო-იტალიის ერთობლივი არქეოლოგიური პროექტები

2014 წლის 23 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში საქართველო-იტალიის ერთობლივი არქეოლოგიური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. 
23 დეკემბერი 2013

„დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი”

2013 წლის 23 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გიწვევთ გამოფენასა და ფილმის ჩვენებაზე „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი". 
18 დეკემბერი 2013

ფილმი „კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის კვალდაკვალ - ინგუშეთი“

18 დეკემბერს, 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საქართველოში მოღვაწე ინგუში მწერლის ისა კოაზოის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი კინოჩვენება. 
12 დეკემბერი 2013

წიგნის პრეზენტაცია „ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“

2013 წლის 12 დეკემბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოგიდგენთ წიგნის „ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი" პრეზენტაციას.
25 ნოემბერი 2013

საერთაშორისო კონფერენცია „მუზეუმები კონტექსტში: მუზეუმების ქსელის შექმნა და ურთიერთობა საზოგადოებასთან“

2013 წლის 25-28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა საერთაშორისო კონფერენციას „მუზეუმები კონტექსტში: მუზეუმების ქსელის შექმნა და  ურთიერთობა საზოგადოებასთან".
21 ნოემბერი 2013

სამეცნიერო კონფერენცია „ინფლამაცია, ნეიროდეგენერაცია და ღეროვანი უჯრედები“

21 ნოემბერს 14:00 საათზე საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია, საქართველოს ინსულტის ასოციაცია, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად წარმოგიდგენთ საერთაშორისო კონფერენციის „ინფლამაცია, ნეიროდეგენერაცია და ღეროვანი უჯრედები“ გახსნას.
20 ნოემბერი 2013

ლექცია „სამყარო, ადამიანი და ტვინი".

20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობართა საზოგადოება წარმოგიდგენთ  ქართველი მეცნიერების  გია დვალის, დავით ლორთქიფანიძისა და ზაზა კოკაიას ერთობლივ ლექციას „სამყარო, ადამიანი და ტვინი". 
16 ოქტომბერი 2013

საერთაშორისო კონფერენცია

2013 წლის 16-20 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "სამხრეთ კავკასიის როლი ადამიანის ადრეულ ევოლუციასა და განსახლებაში - რეფუგიუმი, გზაჯვარედინი თუ ხანგრძლივი საცხოვრებელი ადგილი?!"
04 ოქტომბერი 2013

ქართული არქეოლოგიური მისია ქუვეითში

პარასკევს, 4 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ პრეზენტაციაზე "ქართული არქეოლოგიური მისია ქუვეითში". პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ქუვეითელ პარტნიორებთან და მუზეუმის მეცნიერთა გუნდთან ერთად წარუძღვება.
24 ივლისი 2013

კავკასიის იბერიის სამთავროს სასაფლაო: უახლესი კვლევები

2013 წლის 24 ივლისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფე წარმოგიდგენთ ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის დოქტორანტისა და საქართველო-ავსტრალიის არქეოლოგიური კვლევების ფარგლებში მიმდინარე გათხრების მონაწილე, ალექსანდრა მიშალევიჩის ლექციას თემაზე "კავკასიის იბერიის სამთავროს სასაფლაო: უახლესი კვლევები".    
17 ივლისი 2013

ევრაზიის უძველესი ადამიანი დმანისიდან

2013 წლის 17 ივლისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფე წარმოგიდგენთ ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორის რიდ ფერინგის პრეზენტაციას თემაზე "ევრაზიის უძველესი ადამიანი დმანისიდან".
02 ივლისი 2013

პრეზენტაცია კახეთში გაკეთებული უახლესი აღმოჩენის შესახებ

2013 წლის 2 ივლისს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფეში გიწვევთ პრეზენტაციაზე, რომელიც ეძღვნება ლაგოდეხში, სოფელ ჭაბუკიანთან, არსებული ყორღანის გათხრისას გაკეთებულ აღმოჩენებს.
05 ივნისი 2013

ლექცია: ,,მარგარეტ ტეტჩერი-ფოლკლენდის კუნძულის ომი. ისტორიის გაკვეთილები”

2013 წლის 5 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ პროფესორ ივანე მენთეშაშვილის ლექციას: ,,მარგარეტ ტეტჩერი-ფოლკლენდის კუნძულის ომი. ისტორიის გაკვეთილები”    
20 მაისი 2013

საჯარო ლექცია

ორშაბათს, 20 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში დოქტორი იუვალ იეკუტიელი წაიკითხავს მოხსენებას "პროტო-ისტორიული კავშირები ამიერკავკასიასა და სამხრეთ ლევანტს შორის, დანახული ნეგევის (ისრაელი) პერსპექტივიდან".
07 მაისი 2013

ოქრო საქართველოში

2013 წლის 7 მაისს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბოხუმის სამთო მუზეუმი და ბოხუმის რურის უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ პროექტის - ,,ოქრო საქართველოში" პრეზენტაციას.  
17 აპრილი 2013

საჯარო ლექცია - ,,შეცვალეს თუ არა ადამიანებმა კლიმატი?!”

2013 წლის 17 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ მკვლევართა სკანდინავიური კლუბის ერთ-ერთი წევრის, ფრედ გოლდბერგის ლექციას სახელწოდებით: ,,შეცვალეს თუ არა ადამიანებმა კლიმატი?!"
16 აპრილი 2013

კატალოგი “შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში”

2013 წლის 16 აპრილს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პრეზენტაცია კატალოგისა "შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში".
21 მარტი 2013

საჯარო ლექცია “Between Light and White“

ამერიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ლენა კილაძის „სტუდია L" გიწვევთ რიჩარდ მაიერი და პარტნიორების ოფისის ასოცირებული პარტნიორ -  ბერნარდ კარფის საჯარო ლექციაზე "Between Light and White" . 2013 წლის 21 მარტი 17:00 საათი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1. ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით.
21 იანვარი 2013

პრეზენტაცია ”მიხეილ ბარათაშვილის დაბრუნება”

2013 წლის 21 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მაია პატარიძის პრეზენტაცია "მიხეილ ბარათაშვილის დაბრუნება".
19 დეკემბერი 2012

გამოფენის “მუზეუმების კუნძული ბერლინში და მუზეუმების უბანი თბილისში” დასკვნით ღონისძიება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გოეთეს ინსტიტუტს და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებს (პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი) გვაქვს პატივი მოგიწვიოთ გამოფენის "მუზეუმების კუნძული ბერლინში და მუზეუმების უბანი თბილისში" დასკვნით ღონისძიებაზე და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე.
11 დეკემბერი 2012

საჯარო ლექცია -“ელ სიდერონის ნეანდერტალელთა ადგილ-საპოვარი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ევოლუციის ევროპული კვლევებისათვის”

11 დეკემბერს, 17:00 საათზესაქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (ფურცელაძის ქ. 1) ცნობილი ესპანელი მეცნიერი ანტონიო როსას ჩაატარებს ლექციას "ელ სიდერონის ნეანდერტალელთა ადგილ-საპოვარი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ევოლუციის ევროპული კვლევებისათვის".
27 ნოემბერი 2012

კონფერენცია “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია მუზეუმებში”

2012 წლის 27-28 ნოემბერს იმართება კონფერენცია თემაზე: "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია მუზეუმებში", ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნების მუზეუმების წამყვან სპეციალისტთა მონაწილეობით (მათ შორის ინკლუზიური მუზეუმების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ამარესვარ გალა (დანია) და სპლიტის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოშკო ბოჟანიკი (ხორვატია)./p>
20 ნოემბერი 2012

ეთნოგრაფიული ფილმების რეტროსპექტივა

2012 წლის 20 და 21 ნოემებრს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ ქართული ეთნოგრაფიული ფილმების რეტროსპექტივას.
06 ნოემბერი 2012

საჯარო ლექცია

2012 წლის, 6 ნოემბერს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ პროფესორ ივანე მენთეშაშვილის საინფორმაციო მოხსენებაზე მოსკოვში ჩატარებული ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების მე-10 კონგრესის შესახებ.
01 ნოემბერი 2012

„რელიგია და პოლიტიკური იდენტობები პოსტსაბჭოთა საქართველოში“

საერთაშორისო კონფერენციების ციკლის "იდენტობა და კულტურა" ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2012 წლის 1 ნოემბერს 17:00 საათზე გიწვევთ სილვია სერანოს საჯარო ლექციაზე რელიგია და პოლიტიკური იდენტობა პოსტსაბჭოთა საქართველოში".
09 ოქტომბერი 2012

წიგნის პრეზენტაცია “კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში”

  2012 წლის 9 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ რუსუდან გორგილაძის წიგნის “კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში” პრეზენტაციას.  
08 ოქტომბერი 2012

საერთაშორისო კონფერენცია "შესაძლო საფრთხე საგანძურისთვის და მისი ევაკუაცია საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების დროს"

2012 წლის 8-12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისში (საქართველო) მასპინძლობს UNESCO-ს სისტემაში შემავალი, მუზეუმის უსაფრთხოების საერთაშორისო კომიტეტის (ICMS) ყოველწლიურ კონფერენციას - "შესაძლო საფრთხე საგანძურისთვის და მისი ევაკუაცია საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების დროს".    
19 სექტემბერი 2012

საერთაშორისო კონფერენცია “რას ნიშნავს მუზეუმი დღეს? წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა”

2012 წლის 19-22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას "რას ნიშნავს მუზეუმი დღეს? წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა" და გამოფენას "სამუზეუმო კუნძული ბერლინში - თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა".    
15 აგვისტო 2012

ფრანგი პალეოანთროპოლოგის მიშელ ბრუნეს პრეზენტაცია

15 აგვისტოს, 17:00 საათზე, საქართველოს მუზეუმის სამეცნიერო კაფეში გაიმართება ფილმის ჩვენება სახელწოდებით "თუმაი". ჩვენების შემდეგ, ცნობილი ფრანგი პალეოანთროპოლოგი - მიშელ ბრუნე, გამართავს პრეზენტაციას ადამიანის ევოლუციის სფეროში მის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ. 
09 აგვისტო 2012

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა - ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის 1918-1921

9 აგვისტოს, 20:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში, გაიმართება ანდრო კაჭარავასა და ალექსანდრე დაუშვილის წიგნის „საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა - ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის“ პრეზენტაცია.
11 ივნისი 2012

მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

2012 წლის 11 ივნისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
23 მაისი 2012

საერთაშორისო კონფერენცია "იდენტობა და კულტურა: კლოდ ლევი სტროსის მემკვიდრეობა"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი 2012 წლის 23 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციათა ციკლზე: "იდენტობა და კულტურა: კლოდ ლევი სტროსის მემკვიდრეობა".
17 მაისი 2012

მუზეუმის კვირეული - წიგნის პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურული გამყოფილება 2012 წლის 17 მაისს 15.00 საათზე წარმოგიდგენთ წიგნის “საქართველო-ირანის კულტურული ურთიერთობათა ისტორიიდან-არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება-XVI-XVIII საუკუნეები” პრეზენტაციას.
09 მაისი 2012

ქართული ღვინის ეროვნული კოკურსის დაჯილდოება

10 მაისს 20:00 საქართველოს ეროვნული მუზეუმის სინონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი დაჯილდოების ცერემონიალი.
24 ოქტომბერი 2011

“საქართველო 7 მილიარდიან სამყაროში”

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 24 ოქტომბერს , 17 საათზე აწყობს ღონისძიებას მსოფლიოს მოსახლეობის 7 მილიარდიან ნიშნულთან დაკავშირებით.
19 ოქტომბერი 2011

წიგნის პრეზენტაცია

დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისამხრეთ კავკასიაში, დადიანების სასახლეების ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ წიგნის ,,დადიანები"პრეზენტაციას.
28 სექტემბერი 2011

საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენის გახსნა

კონფერენცია ტარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის დეპარტამენტის ორგანიზებით. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებენ გერმანიის, ამერიკის აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, იაპონიის, თურქეთის, თურქმენეთის, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ნიდერლანდების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები. 
19 სექტემბერი 2011

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონაკოს პრინცი ალბერ II ეწვევა

პრინცი ალბერ II 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში არქეოლოგიური საგანძურის ექსპოზიციას ეწვევა.
24 თებერვალი 2011

საჯარო ლექციაზე “უახლესი არქეოლოგიური კვლევები ციმბირის სტეპებში - არჟაანის სამეფო სამარხები”

საქართველოს  ეროვნული მუზეუმისაუდიტორიაში გიწვევთ  პრუსიის კულტურული  მემკვიდრეობის  ფონდისპრეზიდენტის  პროფესორ ჰერმანპარცინგერის საჯარო ლექციაზე "უახლესიარქეოლოგიური კვლევები ციმბირისსტეპებში- არჟაანის სამეფო სამარხები".
Share

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები. 


ბილეთების საფასური

მოზრდილი  7 ლარი
სტუდენტი 1 ლარი
სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი
პენსიონერი 0.5 ლარი
მუზეუმის მეგობარი - გაწევრიანდით უფასო
ბავშვი 6 წლამდე უფასო

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

ICOM-ის წევრებისთვის, ,,Culture card'' ბარათების მფლობელთათვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის. 


ბილეთები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონულად, ვებგვერდზე biletebi.ge


გიდის თანხლებით ტურების საფასური

სასკოლო ჯგუფი 10 ლარი
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 25 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) 45 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) 60 ლარი
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით 200 ლარი

 

გიდის მომსახურება ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

 


გარდერობი
დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე. 

გარდერობი არ იბარებს:

  • ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  • ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  • ძვირფას ნივთებს
  • ხელჩანთებს

 

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.

 


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

 


ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის  ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად  დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

 


ხელმისაწვდომობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის, რათა თქვენი სტუმრობა მუზეუმში უფრო ხალისიანი და მოსახერხებელი გახდეს.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა შშმ პირთა მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: + (995 32) 299 80 22
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებელთათვის.  

 


მაღაზია

გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.


საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3     
ტელ.: + (995 32) 299 80 22
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge

Share

მუზეუმის ისტორია 1852 წლის 10 მაისიდან იწყება. თავდაპირველად ის რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმი გახლდათ.

გეოგრაფიული საზოგადოების მუზეუმის ბაზაზე, გუსტავ რადეს ინიციატივით, 1865 წელს კავკასიის მუზეუმი ჩამოყალიბდა. 1867 წელს მან პირველი გამოფენა მოაწყო და აქტიური მონაწილეობა მიიღო 1881 წელს ჩატარებულ არქეოლოგთა მსოფლიო კონგრესის მუშაობაში.

1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ მუზეუმს საქართველოს მუზეუმი ეწოდა. მიუხედავად 1918-1921 წლების მძიმე პოლიტიკური ვითარებისა, მუზეუმს მუშაობა არ შეუწყვეტია. 1921 წლიდან კი იწყება მუზეუმის არსებობის საბჭოთა პერიოდი, რომელიც მეტად რთული და, ამასთან ერთად, წარმატებულიც აღმოჩნდა: ჩამოყალიბდა მუზეუმის სტრუქტურა, გაიზარდა ბიუჯეტი, მოეწყო ექსპოზიციები, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ექსპედიციები, მასშტაბური გახდა სამეცნიერო კვლევა, მაგრამ ამას 30-იან წლებში ბოლშევიკური ტერორიც ახლდა, რამაც მუზეუმის არაერთი მოამაგის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1950-1990 წლები ყველაზე ნაყოფიერი იყო მუზეუმის ცხოვრებაში: დამთვალიერებელთა რიცხვმა წელიწადში 450,000-ს მიაღწია, მოეწყო არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენა, მათ შორის საზღვარგარეთაც.

1990 წლიდან მუზეუმს უმძიმესი ხანა დაუდგა. 1982 წელს დაწყებული გენერალური რეკონსტრუქცია შეჩერდა. მუზეუმს ძალიან რთულ პირობებში მოუხდა მუშაობის გაგრძელება, ბიუჯეტიდან თითქმის არ გამოიყოფოდა თანხა  მისი უნიკალური კოლექციების სათანადოდ მოვლისთვის.

2004 წლის ბოლოს ეროვნული მუზეუმის შექმნით მუზეუმების პოსტსაბჭოური კრიზისიდან გამოსვლა იწყება. დაიწყო რეფორმა, რომელიც სამუზეუმო კოლექციების დაცვისა და ექსპონირების პირობების გაუმჯობესებას, თანამედროვე ტიპის მუზეუმის შექმნას ითვალისწინებს.

დღეს საქართელოს ისტორიის მუზეუმი ინახავს ბუნებისა და კაცობრიობის ისტორიის უნიკალურ მასალას: 40 მილიონი წლით დათარიღებულ ცხოველთა ნაშთებს, პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს, ლითონის ხანათა და შუასაუკუნეების მდიდარ არქეოლოგიურსა და ეთნოგრაფიულ კოლექციებს.

რამდენიმე წლის განმავლობაში მუზეუმში მიმდინარეობდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ, 2011 წელს, მუზეუმმა დამთვალიერებელს კვლავ გაუღო კარი. გაიხსნა მუზეუმის საგამოფენო დარბაზების ერთი ნაწილი.

განახლებულ მუზეუმში ამჟამად შეგიძლიათ იხილოთ მუდმივმოქმედი და დროებითი გამოფენები. 

 

Share

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის 162 წლიანი ისტორია ,,ბიბლიოტიკის სახლის“ დაარსებით იწყება, რომელიც კავკასიის მეფისნაცვლის, ვორონცოვის მმართველობისას 1852 წელს შეიქმნა. ,,ბიბლიოტიკის სახლის“ დაარსების იდეა იოანე ბატონიშვილს ეკუთვნის, იგი ამ სურვილის შესახებ თავის ,,სჯულდებაში“ XIX საუკუნის 40-იან წლებში წერდა.

1852 წელს დაარსდა რუსეთის საიმპერატორო კავკასიის გეოგრაფიული საზოგადოების მუზეუმის ბიბლიოთეკა. 1868 წელს ბიბლიოთეკას შეუერთდა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაც.

მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო ქვეყანაში გაბნეული სამუზეუმო ნივთებისა და წიგნების თავმოყრა. საქართველოს მუზეუმი გახდა ქართული მატერიალური კულტურის მეთვალყურეობისა და დაცვის ცენტრი. მუზეუმს თანდათან მიემატა სხვადასხვა საზოგადოებებისა და მუზეუმების ფონდები და ბიბლიოთეკები.

დაარსებიდან დღემდე ბიბლიოთეკა მდიდრდება ქართული და უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურით. დღეისათვის ის წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევით ცენტრს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის განახლება-რეაბილიტაციის პროექტი, რომლის პირველი ეტაპი დაიწყო 2013 წლის მარტიდან. განხორციელდა რარიტეტული წიგნადი ფონდის (5024 ერთეული) და რარიტეტული ჟურნალ-გაზეთების (2372 ერთეული) აღდგენა-განახლება და ბიბლიოთეკის არსებობის მანძილზე, პირველად შეიქმნა სრულყოფილი ელექტრონული მონაცემთა ბაზა.

ამჟამად რარიტეტული ფონდსაცავი და სამკითხველო დარბაზი განთავსებულია ახალ სივრცეში, საბუნებისმეტყველო კორპუსის მე-6 სართულზე. ფონდში წარმოდგენილია თემატური პრინციპით დალაგებული, როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი, XVI-XX საუკუნეების მრავალფეროვანი და უნიკალური ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, რელიგიური, იურიდიული, ფილოლოგიური, ეკონომიური, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, კამერალური და მხატვრული ლიტერატურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნიკალური საეკლესიო ძველი ნაბეჭდი წიგნები: ბიბლია, სახარება, პარაკლიტონი, კონდაკი, ჟამნი და ა.შ. 1709 წელს თბილისში დაბეჭდილი ვახტანგ VI ის სახარება და 1740 წელს მოსკოვში დაბეჭდილი ბაქარის ბიბლია.

დღეისათვის დასრულდა პროექტის მეორე ეტაპი - გაცვლითი ფონდის აღწერა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა. მიმდინარეობს პროექტის მესამე ეტაპი-ძირითადი ფონდის აღდგენა/რეაბილიტაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა. ბიბლიოთეკაში არსებულ ფონდებს შორის ძირითადი ფონდი წარმოადგენს ყველაზე დიდ წიგნთსაცავს, რომელიც დაკომპლექტებულია 280 000 ერთეულით.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკა ტრადიციული სახით შენარჩუნებული და დასავლური ტექნოლოგიებით მოწყობილი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკა, სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ხელს შეუწყობს მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას, გავრცელება-გაზიარებას და იქცევა უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურულულ ცენტრად.