სამეცნიერო კვლევა

Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის სამეცნიერო კვლევა ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა. დღეს მუზეუმში სამეცნიერო კვლევა ითვალისწინებს მრავალფეროვანი სამეცნიერო პროექტების ორგანიზებას, არქეოლოგიურ საველე სამუშაოებს, კვლევის ანალიზს, საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო დაწესებულებებთან ურთიერთობის გაღრმავებასა და კოლექციების კონსერვაცია-რესტავრაციას.

მუზეუმის მეცნიერები აქტიურად მუშაობენ გეოლოგიის, პალეონტოლოგიის, ზოოლოგიისა და ბოტანიკის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის, ისტორიისა და ხელოვნების ისტორის დარგებში.

მუზეუმი ასევე საშუალებას აძლევს სხვა დაწესებულებების მკვლევარებს სამეცნიერო საქმიანობისას ისარგებლონ მისი რესურსებით.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის პრიორიტეტია სხვა სამეცნიერო დაწესებულებებს და ფართო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის გზით დროულად გაავრცელოს სამეცნიერო კვლევების შედეგები. იგი თავის მოვალეობად მიიჩნევს, ახალი აღმოჩენები დაუყოვნებლივ გააცნოს საზოგადოებას, რათა მუზეუმმა შეასრულოს უპირველესი მისია - იყოს ხიდი წარსულსა და მომავალს შორის.