საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონი „გახსოვდეს ათასი წვრილმანი“

16 დეკემბერი 2013 – 22 დეკემბერი 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

15 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი გიწვევთ ქართული გამოყენებითი ხელოვნების მასშტაბურ საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონზე, სახელწოდებით "გახსოვდეს ათასი წვრილმანი".

საშობაო გამოფენა-აუქციონში მონაწილეობენ სხვადასხვა თაობის  ცნობილი ქართველი მხატვრები. წარმოდგენილი იქნება მათ მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოხატული და გაფორმებული 18 დასახელების გამოყენებითი ხელოვნების   300-მდე ნივთი (ავეჯი, ღვინოები, ჭურჭელი და  სხვა). 

გამოფენის დროს ნამუშევრების გაყიდვა მოხდება აუქციონის წესით. გაყიდული ექსპონატებიდან შემოსული თანხა მოხმარდება საქართველოს სამარიტელთა კავშირის (სსკ) პროგრამებში ჩართულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დახმარებას.

აუქციონის პარალელურად გაიმართება ფოტო-გამოფენა, რომელსაც წარმოადგენს National Geographic საქართველო და გურამ წიბახაშვილი.

აუქციონი გაიმართება 15 დეკემბერს, გამოფენა-გაყიდვა კი გაგრძელდება 23 დეკემბრამდე.

გამოფენა იმართება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს სამარიტელთა კავშირის (სსკ)  ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერები: ,,მეიდან ჯგუფი", საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2", National Geographic საქართველო,  გალერეა ,,კონტეინერი".

მისამართი:  ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.