საგანძური ზღუდერიდან

30 ნოემბერი -0001 – 30 ნოემბერი -0001

2009 წელს BP საქართველოს დაფინანსებით საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოსცა  ილუსტრირებული სამეცნიერო წიგნი „საგანძური ზღუდერიდან". ორენოვანი ნაშრომი ქართველი და ინგლისელი სპეციალისტების ერთობლივი ნამუშევარია. მისი ავტორები არიან გურამ ნემსაძე, ქეთევან ჯავახიშვილი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) da დევიდ ბრაუნი (ეგზეტერის უნივერსიტეტი). წიგნში წარმოდგენილია შიდა ქართლის არქეოლოგიურ ძეგლ ზღუდერზე აღმოჩენილი უნიკალური მასალა, რომელიც ანტიკური ხანის წარჩინებულთა სამაროვნის შესწავლისასაა მოპოვებული. ახ.წ. III საუკუნით დათარიღებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ნივთები, ძვირფასი თვლებით შემკული სამკაული, რიტუალური დანიშნულების ნივთები (ბრინჯაოს გრიფონი, 2 სასაკმევლე, რომელთაგან ერთი ხარის თავის გამოსახულებაა, მეორე კი ტაძრის მოდელს წარმოადგენს), მინის ნაწარმი, ვერცხლის გარსაკრავებიანი ხის სარეცლის ფეხები ნაკლებად იყო ცნობილი ფართო სამეცნიერო წრეებისათვის. ამ გამოცემამ უცხოელ სპეციალისტებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცულ კოლექციას.

 ნაშრომი ხელმისაწვდომია მსოფლიოს დიდ ბილიოთეკებში.

წიგნის დასახელება: საგანძური ზღუდერიდან - ელიტური სამარხები კავკასიის იბერიიდან რომაულ ხანაში ახ.წ, 200-250

ავტორები - დევიდ ბრაუნდი, ქეთევან ჯავახიშვილი, გურამ ნემსაძე

ISBN - 978-99940-980-7-1

ენა: ქართულ-ინგლისური

21*30, 100 გვ. რბილი ყდა/მაგარი ყდა