„არქეოლოგიური მასალების (ლითონი, კერამიკა, მინა, ძვალი) პირველადი დახმარება ნედლი ნავთობით დაბინძურების შემთხვევაში“

28 მაისი 2008 – 30 დეკემბერი 2008

საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენების მშენებლობის დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის სიუხვემ განაპირობა ლაბორატორიული კვლევების განსაკუთრებულ მეთოდოლოგიათა შემუშავება, რომელთა მიზანი იყო ნედლი ნავთობით დაბინძურების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის არქეოლოგიური მასალის გაწმენდა და პირველადი დახმარება.

პროექტი არქეოლოგიური მასალების (ლითონი, კერამიკა, მინა, ძვალი) პირველადი დახმარება ნედლი ნავთობით დაბინძურების შემთხვევაში", რომელიც კომპანია BP-ის მიერ იყო ინიცირებული და დაფინანსებული, განხორციელდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რესტავრაციის ლაბორატორიის წამყვანი სპეციალისტების მიერ. ლაბორატორიულად შესწავლისას კომპლექსურად იქნა განხილული ნავთობით დაბინძურებული არქეოლოგიური ნივთების გაწმენდისა და კონსერვაციისათვის საჭირო მასალები და მეთოდები. კვლევების შედეგად შეირჩა ისეთი ქიმიური გამხსნელები, რომლებსაც კონკრეტულ მასალაში კარგი შეღწევადობის უნარი აქვს, ნავთობის კარგი გამხსნელია და უზრუნველყოფს ორგანული და არაორგანული წარმოშობის არქეოლოგიური ნივთების უვნებლობას (პროექტის ანგარიში).

აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით მოხდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საკონსერვაციო ლაბორატორიის რეაბილიტაცია-შეკეთდა კვლევების ჩასატარებლად შერჩეული ოთახები და ლაბორატორია აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით. პროექტი მიმდინარეობდა 2007-2008 წლებში.