ვანის მუზეუმ-ნაკრძალის განვითარების ხელშეწყობა

01 მაისი 2010 – 30 დეკემბერი 2010

დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) ხელშეკრულებით - გადავადებული არქეოლოგიური გათხრები", BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსდა პროექტი ვანის მუზეუმ-ნაკრძალის განვითარება."

პროექტის მიზანი ვანის ნაქალაქარის კონსერვაცია, მისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მუზეუმ-ნაკრძალის ტურისტული შესაძლებლობების გაზრდა იყო, კერძოდ, იმ წინაპირობების მომზადება, რაც ხელს შეუწყობს არქეოლოგიური კომპლექსის კონსერვაციას, აქ მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოებსა და, პარალელურად, მის მძლავრ კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ჩამოყალიბებას.

პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგებოდა:

1. ვანის მუზეუმ- ნაკრძალის განვითარების გენერალური გეგმის მომზადება

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შეარჩია ევროპული არქიტექტურული კომპანია ელის ვილიამს არქიტექტს" [ellis Williams architects]. ამ კომპანიის ბერლინის ოფისის ხელმძღვანელი დიტერ ფანენშტილისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა ვანის მუზეუმ-ნაკრძალის განვითარების გეგმა. ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებისათვის გერმანელ კოლეგებთან მუშაობა, თავის მხრივ, ახალი გამოცდილების შეძენისა და პროფესიული ზრდის უნიკალური საშუალება იყო.

2010 წლის 30 ოქტომბერს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე- საქართველოს არქეოლოგია საუკუნეთა მიჯნაზე: შედეგები და პერსპექტივები" დიტერ ფანენშტილმა აუდიტორიას წარუდგინა ვანის მუზეუმ-ნაკრძალის გან- ვითარების გენერალური გეგმა. კონფერენციას ესწრებოდნენ ქართველი და უცხოელი არქეოლოგები და სპეციალისტები და BP-საქართველოს" მრჩეველი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში.

2. ძეგლზე ტურისტული მარშრუტისა და აღწერილობითი წარწერების დადგმა

მომზადდა ბილიკი ტურისტებისათვის, კომპლექსის მნიშვნელოვან უბნებზე დაიდგა საინფორმაციო დაფები, რომელიც ორ ენაზე (ქართულად და ინგლისურად) დამთვალიერებელს მოუთხრობს ძეგლისა და აღმოჩენების შესახებ.

3. მცირე საინფორმაციო ბროშურის მომზადება

მესამე კომპონენტის ფარგლებში გამოიცა კარგად ილუსტრირებული ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სამეცნიერო-პოპულარული ბროშურა ვანი", რომელიც მკითხველს აცნობს ვანის ნაქალაქარს, მისი შესწავლის ისტორიას, აღმოჩენების მნიშვნელობასა და მუზეუმ-ნაკრძალის განვითარებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს.

ამ პროექტის წარმატება გამოიხატა მის მდგრადობაში. გერმანელ არქიტექტორთან თანამშრომლობით მომზადებული მასტერგეგმის შესაბამისად 2011 წელს სრულყოფილად შეკეთდა არქეოლოგების ბაზა; 2011 წელსვე დაიწყო მუზეუმის შენობის განახლების დეტალური არქიტექტურული პროექტის მომზადება, რასაც დიდად უწყობდნენ ხელს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტში (Twinning Project) ჩართული გერმანელი ექსპერტებიც. პროექტის სრულყოფაში მონაწილეობდნენ ბერლინის სახელმწიფო მუზეუმის არქიტექტორები, ინჟინრები, კოლექციების მართვის სპეციალისტები და რესტავრატორ-კონსერვატორები.