ლექციებისა ციკლი არქეოლოგებისათვის

30 ნოემბერი -0001 – 30 ნოემბერი -0001

„დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების დაცვის ხელშეკრულების" (BTC/SCP) ფარგლებში BP-სა და მისიპარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული მუზეუმმა განახორციელა პროექტი, რომელიცითვალისწინებდა უცხოელი ექსპერტების მიერ არქეოლოგიასა და მასთან დაკავშირებულ დარგებში მომუშავესპეციალისტებისთვის ღონისძიებების ციკლის მოწყობას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრების,ლექციები, საველე გასვლები და სასწავლო-საკონსერვაციო სამუშაოები. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავდაქართველი სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის კველევებისა და კონსერვაციის თანამედროვე მეთოდებისგაცნობას.

პროექტი 2 ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპი ეტაპი განხორციელდა 2008 წელს. ღონისძეიებების თემა იყო ლანდშტური არქეოლოგია და კულტურული მემკვიდრეობის მართვა - პრევენციული არქეოლოგია. მოწვეული იყო 3 უცხოელი ექსპერტი ქრისტოფერ რატე (მიჩიგანის უნივერსიტეტი, აშშ), რიდ ფერინიგი (ტეხასის უნივერსიტეტი, აშშ),და ანალიზა ზარატინი (ლაციოს რეგიონის არქეოლოგიური მემკვიდრეობის ხელმძღვანელი, იტალია). მათ ჩაატარეს ლექციები, სამუშაო შეხვედრები და საველე გასვლები, რომლებშიც 60-ზე მეტმა ქართველმა სპეციალისმა მიიღო მონაწილეობა.

მეორე ეტაპი განხორციელდა 2009-2010 წლებში. ღონისძიებების თემა იყო ინტერდისციპლინარული ლაბორატორიულიკვლევები - თანამედროვე მეთოდოლოგია და საშუალებები. პროექტის ამ ფაზაშიც მოეწყო ლექციები, სამუშაო შეხვედრები,  პრაქტიკული საკონსერვაციო სამუშაოები არქეოლოგიურ მასალებზე და ძალისას მოზაიკაზე. აღნიშნულ კურსებს უძღვებოდნენ: ტომას ჰიგჰემი (დიდი ბრიტანეთი; ლექციის თემა "ძვლების დათარიღება: რადიოკარბონული დათარიღების გაუმჯობესება ევროპის შუა პალეოლითიდან ზედა პალაოლითზე გარდამავალ პერიოდისმაგალითზე", სექტემბერი, 2009); ანალიზა ზარატინი, ჯეკ სულთანიანი (მეტროპოლიტენის მუზეუმი, აშშ), სტეფან სიმონი (რედგენის სახელობის კვლევის ცენტრი, გერმანია) და საერთაშორისო ფორუმს "- კონსერვაციის დღე" (ოქტომბერი, 2010). ამასთანავე, აღნიშნული სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს პრაქტიკული საკონსერვაციო სამუშაოები. მასტერ კლასებს ესწრებოდნენ კულტურის სფეროს დაწესებულებების თანამშროლები და უნივერისტეტის სტუდენტები.