BP აუდიტორია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

30 ნოემბერი -0001 – 30 ნოემბერი -0001

2006-2007 წლებში საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მიიღო BP-ის ფინანსური მხარდაჭერა პროექტისათვის, რომელიც ითვალისწინებდა მუზეუმის საკონფერენციო დარბაზის გარემონტებას.

2007 წლის 20 თებერვალს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განახლებული აუდიტორიის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა. აუდიტორიის დიზაინი შეიმუშავა ფრანგულმა კომპანიამ "სტუდია მილოუ".თანამედროვე აუდიო და ვიდეო ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორია უნიკალური საგანმანათლებლო კერაა, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში მოქმედი BP-ის საკონფერენციო დარბაზის (BP Lecture Theatre) ანალოგია.

მულტიფუნქციური დარბაზი ხელს უწყობს მუზეუმისა და საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას.საქართველოს ეროვნული მუზეუმის BP აუდიტორიამ ასობით საჯარო ღონისძიებას უმასპინძლა. ათასობით საზოგადოების წარმომადგენელი, სპეციალისტი, სტუდენტი თუ მოსწავლე უფასოდ დაესწრო აქ გამართულ ლექციებს, საერთაშორისო კონფერენციებს, კონცერტებსა, ფილმების ჩვენებებს  და სხვა ღონისძიებებს.

განახლებული აუდიტორიის გახსნის ცერემონიალი 2007 წლის თებერვაში მოხდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ BP, UNESCO-ს, მთავრობისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა:

"... აუდიტორიის გახსნა კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია. UNESCO -ს ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის განვითარების გეგმაში აისახა კულტურის, განათლების და მეცნიერების ერთობლიობა.

გვჯერა, რომ ჩვენი მუზეუმი არ იქნება მხოლოდ განძთსაცავი და იგი ცოდნისა და ახალი აღმოჩენების სამყაროს კარს ფართოდ გაუღებს საზოგადოებას. ახლად გახსნილი აუდოტორია საზოგადოებას გააცნობს კულტურისა და მეცნიერების სფეროში მსოფლიოს უახლეს მიღწევებს. აუდიტორია ხელს შეუწყობს მუზეუმს მრავალმხრივი კავშირი დაამყაროს საზოგადოების ყველა ფენასთან."

BP საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა ჰიუ მაკდაუელმა მის გამოსვლაში თქვა:

"ჩვენ ღრმად გვწამს რომ განათლება და ურთიერთობები მნიშვნელოვანი ფაქტორებია საზოგადოების განვითარებისთვის. ახალი აუდიტორიის გახსნა და ჩვენი პარტნიორობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია."

BP აუდიტორიის გახსნის საზეიმო ცერემონიალი დასრულდა საქართველოს ეროვნული ორკესტირის კონცერტით.