ოქრომრავალი კოლხეთი

20 მარტი 2005 – 20 მაისი 2005

2005 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოაწყო გამოფენაოქრომრავალი კოლხეთი - მითი და რეალობა". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი ნივთები, რომლებიც არქეოლოგებმა 2003-2004 წლებში მდიდრულ სამარხებში მიაკვლიეს. მაღალი ოსტატობით შექმნილი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ძვ. წ.IV საუკუნით თარიღდება. გამოფენა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და 40 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა. BP-საქართველოს" დახმარებით საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოსცა გამოფენის თანმხლები ორენოვანი კატალოგი-ოქრომრავალი კოლხეთი", რომელიც მკითხველს ქართულად და ინგლისურად აცნობს გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატებს, ამასთან, ზოგადად მოუთხრობს მას ვანის ნაქალაქარის სამეცნიერო მნიშვნელობის შესახებ. ამ გამოფენამ და კატალოგმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო. 2007-2011 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ამ კოლექციით დაინტერესდა მსოფლიოს 12 წამყვანი საგამოფენო ცენტრი, სადაც მოხდა მისი ექსპონირება.