დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი

Share

გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • ჩაფხუტი
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე.

გარდერობი არ იბარებს:

  •  ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  •  ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  •  ძვირფას ნივთებს
  •  ხელჩანთებს

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.

გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად.

ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.

 


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე.
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი.
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე.
  • დაუშვებელია: მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება.
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე.
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე.
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება.
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს.
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება.
  • დამთვალიერებლებმა, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი.
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო, ბასრი, ძალიან მძიმე და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

 


ფოტო და ვიდეოგადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის  ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე.
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად  დაუშვებელია.
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას.