2009 წლის ანგარიში

2009 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა საზოგადოებას სიახლეებითა და ნოვაციური პროექტებით დაამახსოვრა თავი.2009 წელი დატვირთული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოფენებით, გაიხსნა დმანისის განახლებული მუზეუმი, გაკეთდა ახალი აღმოჩენები, გაფორმდა პარტნიორობის მემორანდუმები, გაიმართა სამეცნიერო კონფერენციები და სესიები, ტარდებოდა საგანმანათლობლო პროგრამები, რომლებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსწავლეები, სტუდენტები და პედაგოგები.ამასთანავე, ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში არ შეჩერებულა სარემონტო სამუშაოები.

2009 წელს დაფიქსირდა მუზეუმის დამთავლიერებელთა ყველაზი დიდი რაოდენობა (საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შემდგომ). იხილეთ გვ -14.აღსანიშნავია, რომ 2009 წელი გამოირჩეოდა მედიაში, ადგილობრივ და საერთაშორისო პრესაში ეროვნული მუზეუმის შესახებ გადმოცემული მასალების ყველაზე დიდი რაოდენობით (საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შემდგომ). იხილეთ გვ-6.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი 2

მიმაგრებული დოკუმენტები :
გადმოწერეთ სრული ანგარიში