2006 წლის ანგარიში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობა მისი შექმნის დღიდან აქტიურად შუქდება ქვეყნის პრესისა და ტელევიზიის საშუალებით.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება საზოგადოებისთვის ახალი აღმოჩენების, სამეცნიერო კვლევების, საგამოფენო საქმიანობისა და საგანმანათლებლო
პროგრამების შესახებ.

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ 2005 და 2006 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნებული მასალების თაობაზე,ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ პრესაში 2005 წელს 172-ჯერ დაიბეჭდა, 2006 წელს კი სტატიების რაოდენობამ 277 მიაღწია. შარშანდელ მონაცემებთან შედარებით ბეჭდვით მედიაში სტატიების რაოდენობა წელს 100%-ით გაიზარდა. საიდანაც ჩანს, რაოდენ გაიზარდა საზოგადოების ინტერესი სამუზეუმო ცხოვრებისადმი. პუბლიკაციები პარალელურად იბეჭდებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ჟურნალ-გაზეთებში.

2005-2006 წლების პრესის მონაცემები შესაძლებლობას გვაძლევს, შევადაროთ, გავაანალიზოთ ეროვნული მუზეუმის საქმიანობა და გავაუმჯობესოთ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ინტენსიობა.

მიმაგრებული დოკუმენტები :
გადმოწერეთ სრული ანგარიში