2007 წლის ანგარიში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობა მისი შექმნის დღიდან აქტიურად შუქდება ქვეყნის პრესისა და ტელევიზიის საშუალებით.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება საზოგადოებისთვის ახალი აღმოჩენების, სამეცნიერო კვლევების, საგამოფენო საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ 2005, 2006 და 2007 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნებული მასალების თაობაზე.

ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ პრესაში 2005 წელს 172-ჯერ დაიბეჭდა, 2006 წელს კი სტატიების რაოდენობამ 277 მიაღწია. ხოლო წელს 189 შეადგენს. 2005 წლის მონაცემებთან შედარებით ბეჭდვით მედიაში სტატიების რაოდენობა 2006 წელს 100%-ით გაიზარდა., თუმცა აღნიშნულმა რიცხვმა 2007 წელს 35% დაიწია. რაც განპირობებული იყო იმით, რომ 2007 წელს სარემონტო სამუშაოების გამო მუზეუმი შეზღუდულ რეჟიმში მუშაობდა.

მიმდინარე წლებში პუბლიკაციები პარალელურად იბეჭდებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ჟურნალ-გაზეთებში. თუმცა წინა წლებთან შედარებით სტატიების რაოდენობა საზღვარგარეთის პრესაში წელს გაცილებით გაიზარდა, რაც განაპირობა 2007 წელს ვანის საგანძურის გამოფენამ ბერლინში, ნიცაში, პარიზსა და ვაშინგტონში. აღნიშნული ექსპოზიციები საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად პროექტ `ქართული სეზონის ფარგლებში" განახორციელა.

2007 წელს დმანისი კვლავ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. დმანისში მიმდინარე პროცესებს ვრცელი სტატიები მიუძღვნეს Nature, New York Times, Washington Post, Daily Telegraph, Chicago Tribune და სხვა.

2005, 2006 და 2007 წლების პრესის მონაცემები შესაძლებლობას გვაძლევს, შევადაროთ და გავაანალიზოთ ეროვნული მუზეუმის საქმიანობა და გავაუმჯობესოთ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ინტენსიობა.

მიმაგრებული დოკუმენტები :
გადმოწერეთ სრული ანგარიში