2008 წლის ანგარიში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობა მისი შექმნის დღიდან აქტიურად შუქდება ქვეყნის პრესისა და ტელევიზიის საშუალებით.

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნიდან დღემდე, რაც მოიცავს 2005-2008 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნებული მასალებს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება საზოგადოებისთვის ახალი აღმოჩენების, სამეცნიერო კვლევების, საგამოფენო საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ პრესაში 2005 წელს 172-ჯერ დაიბეჭდა, 2006 წელს სტატიების რაოდენობამ 277 მიაღწია. ხოლო 2007 წელს 189 შეადგენდა. წელს კი სტატიების რაოდენობა 165 შეადგენს.

შარშანდელთან შედარებით სტატიების რაოდენობა წელს 18%-ით შემცირდა რაც განპირობებული იყო იმით, რომ 2008 წელს სარემონტო სამუშაოების გამო შ.ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი შეზღუდულ რეჟიმში მუშაობდა, ხოლო ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი კი მთლიანად მიუწვდომელი იყო ვიზიტორთათვის.

მიმაგრებული დოკუმენტები :
გადმოწერეთ სრული ანგარიში