2013-2014 წლის ანგარიში. 15 მაისი, 2014

Share

2013-2014 წლები საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იყო გამორჩეული. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განახლებულმა მუზეუმმა კვლავ უმასპინძლა დამთვალიერებლებს. გაიხსნა განახლებული ბუნების ისტორიის კოლექციების ექსპოზიცია. საგამოფენო საქმიანობის პარალელურად ბავშვებისა და მოზრდილთათვის განხორციელდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა. 2013 წლის შემოდგომაზე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის კვლევის შედეგები. მუზეუმში გაიმართა არაერთი სამეცნიერო კონფერენცია, სესია, პრეზენტაცია თუ საჯარო ლექცია. აღსანიშნავია აგრეთვე ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც დატვირთულ იყო სხვადასხვა ტიპის გამოფენებით, ლექციებითა და ფილმის ჩვენებით.

ჯამში, ერთი წლის მანძილზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა 84 ახალი გამოფენა, გაიმართა 35-მდე საგანმანათლებლო პროგრამა,ეროვნული მუზეუმის არქეოლოგებმა მონაწილეობა მიიღეს 26 არქეოლოგიურ ექსპედიციაში, მოეწყო 170-მდე კონფერენცია, პრეზენტაცია, სამეცნიერო სესია, საჯარო ლექცია, ფილმის ჩვენება და ა.შ.

2013 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ჯამში 205,296 ვიზიტორი ესტუმრა, აქედან 173,536 - ბილეთიანი, ხოლო 34,760 უბილეთო დამთვალიერებელი გახლდათ. 2012 წლის დამთვალიერებელთა რაოდენობის მაჩვენებლით, ჩვენს მუზეუმებს ჯამში 160,706 ვიზიტორი ეწვია, რომელთაგანაც 137,326 - ბილეთიანი, ხოლო 23,380 უბილეთო გახლდათ.

მიმაგრებული დოკუმენტები :
documents/annual_reports/Annual_Report_2013-2014,_May_15.pdf