2012-2013 წლის (მაისი) ანგარიში

Share

2012-2013 წლები არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იყო დატვირთული: გაიხსნა ახალი მუზემები, მოეწყო ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენები, ჩატარდა კონფერენციები, საჯარო ლექციები, სესიები, პრეზენტაციები და კონკურსები; სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებლებისათვის განხორციელდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები. გასული წელი დასამახსოვრებელი იყო ახალი არქეოლოგიური აღმოჩენებითა და სამეცნიერო მიღწევებით.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა 2012 წლის მაისიდან - 2013 წლის მაისის ჩათვლით უმასპინძლა 67 გამოფენას; მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა 162 კონფერენცია, საჯარო ლექცია, სესია, ფილმის ჩვენება და პრეზენტაცია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ 41 საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპედიცია მოეწყო. მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა მიიღო როგორც ადგილობრივმა, ისე სხვადასხვა კუთხის 1200-მდე მოსწავლემ, სტუდენტმა, პედაგოგმა და მუზეუმის თანამშრომელმა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალ მუზეუმებს 2012 წელს160.706 დამთვალიერებელი ესტუმრა.

მიმაგრებული დოკუმენტები :
documents/annual_reports/Annual_Report_2012-2013,_May.pdf