საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დროებითი გამოფენების ორგანიზების განაცხადის ფორმა

Share

 

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დროებითი გამოფენების ორგანიზების განაცხადის ფორმა

1. განაცხადი დროებით გამოფენაზე უნდა შემოვიდეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის სახელზე.

2. განაცხადის დამტკიცებული ფორმა სრულად უნდა იქნეს შევსებული.

3. განაცხადს განიხილავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესაბამისი დარგობრივი  კომისია, რომელიც აფასებს გამოფენის თემატიკის, მოცულობის, ხარისხის და მიზნობრიობის ასპექტებს. გამოფენის ფორმატი შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მისიასთან, მიზნებთან და სტრატეგიასთან.

შენიშვნა: პროექტი (შევსებული ელექტრონული ფორმა) და თანდართული განცხადება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის სახელზე წარმოდგენილი უნდა იყოს ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს 8 თვისა. 

*გადმოწერეთ ანკეტა, შეავსეთ განაცხადის ფორმა (შრიფტი - sylfaen), ამობეჭდეთ, ფიზიკური პირის შემთხვევაში მოაწერეთ ხელი (არსებობის შემთხვევაში დაამოწმეთ ბეჭდით), ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში დაუსვით ბეჭედი და წარმოადგინეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კანცელარიაში, ქ. თბილისი, 0105 ა. ფურცელაძის ქ. №3 /ან განაცხადის სკანირებული ვერსია გააგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: expo@museum.ge

*დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +(995 32) 2 98 48 11; 555 27 89 11 საკონტაქტო პირი: ნინო კოკოლია–არუნაშვილი.

მიმაგრებული დოკუმენტები :
განაცხადის ფორმა