თურანული ვეფხვი

ანოტაცია:

სახეობა შეტანილია ყოფ. საბჭოთა კავშირის წითელ წიგნში, ამჟამად სახეობა გადაშენებულია, რადგანაც თავის დროზე არ მოხდა აღდგენილი სამუშაოების ჩატარება.

თურანული ვეფხვი, მამრი ინდივდი (160კგ), მოპოვებული 1922 წელს, სოფ. ლელობთან ძმები წიკლაურების მიერ. იგი აზერბაიჯანიდან შემოვიდა მდ. მტკვრის ჭალებით.როგორც, ჩანს, გადმოიხვეწა აქ ირანიდან, შემდეგ ძუ ვეფხვის ძებნაში მოხვდა ჯერ გარდაბნის ტყეში, შემდეგ მანგლისში და ბოლოს მოკლული იქნა სოფ.ლელობთან.

კლასი: MAMMALIA Linnaeus,1758-ძუძუმწოვრები

რიგი: CARNIVORA  Bowdich, 1821-მტაცებელი ძუძუმწოვრები

ოჯახი: Felidae G. Fischer de Waldheim, 1817-კატისებრნი

გვარი: PANTHERA Oken, 1816 -ავაზა

სახეობა: Panthera (tigris) virgata Illiger, 1815, თურანული ვეფხვი

მუზეუმი: საქართველოს მუზეუმი
ფონდი: ბუნების ისტორია
პერიოდი: XX საუკუნე

ბუნების ისტორია